Zurab-Pagava

დაბადების თარიღი:
06.08.1950 წ.

სპეციალობა:
კარდიოლოგია

სამეცნიერო წოდება/თანამდებობა:
პროფესორი, ნ. ბოხუას სახ. სისხლძარღვთა და გულის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

აკადემიური ხარისხი:
მედიცინეს მეცნიერებათა დოქტორი

სამუშაო ადგილი:
აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი

3.07.2014  გადაცემა “VIP MED TIME”–ის სტუმარი იყო–  ნ. ბოხუას სახ. სისხლძარღვთა და გულის ცენტრის კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი,  მედიცინეს მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, – ბატონი ზურაბ ფაღავა.
გადაცემის მთავარი თემა –  მაღალი არტერიული წნევა, მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და პროფილაქტიკა.

მისამართი:
აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
თბილისი, საქართველო 0156
ლუბლიანას ქ. N 5;
ტელ.: (+995 32) 51 70 08;
მობ.: (+995 599) 50 93 62;
ელ-ფოსტა: pagavarehab@yahoo.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

17 thoughts on “ზურაბ ფაღავა MD. PHD

  1. gamarjobat batono zurab,mainteresebs gulis qveda kedlis ishemia sawyis etapze ramdenad sashoshia? da sad xdeba am daavadebis mkurnaloba saqartveloshi?
    madoba winaswar

     
    • გამარჯობა ძვირფასო მკითხველო. მიოკარდის იშემია ეა არის სიტუაცია, როდესაც გულის კუნთს (მიოკარდს) არ მიეწოდება იმ რაოდენობით ჟანგბადი რამდენიც მას ესაჭიროება. ვინაიდან ჟანგბადი აუცილებელი კომპონენტია ნებისმიერი ორგანული ქსოვილის სიცოცხლისუნარიანობისთვის, შეგვიძლია ერთაზროვნად ვთქვათ, რომ ეს მდგომარეობა სერიოზულია. მიოკარდის იშემიას, არაიშვითად, თან სდევს ტკივილი, ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება გულმკერის არეში, რითმის დარღვევები ან ქოშინი. მიოკარდის იშემია, რომელიც გრძელდება 10 წთ–ზე მეტ ხანს, შესაძლებელია დამთავრდეს მიოკარდის ინფარქტით (ანუ გულის კუნთის გარკვეული მონაკვეთის ნეკროზით). უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მიოკარდის ე.წ. გარდამავალი იშემია და ქრონიკულად მიმდინარე გულის იშემიური დაავადება (მიოკარდის გადამავალი ისემია გულის იშემიური დაავადების კლინიკური ფორმაა). მიოკარდის იშემიის მწვავე ფორმის დროს პაციენტები ხვდებიან კარდიოლოგიურ კლინიკაში. ზოგიერთ მათგანს უტარდება ე.წ. კორონაროგრაფია (გულის მკვებავი სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა) და თუ გამოვცლინდება გულის მკვებავი სისხლძარღვეების (ან კორონარული, ან გვირგვინოვანი არტერიების) შევიწროვება ხორციელდფება მათი გაფართოვება (ბალონირება), ხოლო შემდე სტენტირება. ზოგიერთ პაციენტს უტარდებათ აორტო–კორონარული შუნტირება, რაც ღია ოპერაციას წარმოადგენს. როგორც უკვე მოგახსენეთ გულის იშემიურ დაავადებას მკურნალობენ კარდიოლოგები, მათ შორის ჩვენს კლინიკაში

       
  2. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. ვარ 26 კვირის ორსული.(32 წლის) 22 კვირაზე ეხოსკოპიამ აჩვენა, რომ ბავშვს აქვს გოლფიის ბურთის სინდრომი, რამაც ძალზე შეგვაშინა. მაშინვე გავაკეთეთ ნაყოფის გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა.ჯო-ენის კლინიკაში. აქ ასეთი დასკვნა გვითხრეს. პერიკარდის ღრუში სითხე დიაფრაგმულ ზედაპირზე მცირე რაოდენობით.
    და მარცხენა პარკუჭში აღინიშნება პაპილარული კუნთების ზომიერი ექოგააქტივება, ე.წ. “გოლფის ბურთის” სიმპტომი.

    სახლში დაბრუნებულმა მოვიძიე აღნიშნული სიმპტომის განმარტება ინტერნეტში და წავიკითხე რომ ეს უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია დაუნის სინდრომთან.იქნებ რამე გვირჩიოთ ძალიან ვნერვიულობ. 12 კვირაზე კისრის ნაოჭი იყო ნორმა
    მადლობთ წინასწარ. პატივისცემით ნათია..

     
    • მოგესალმებით ქალბატონო ნათია.
      მიუხედავად დიდი პატრივისცემისა, ჩემი კოპენტენცია, იურიდიული თვალსაზრისით, არ მაძლევს უფლებას გავცე კონსულტაცია პედიატრიული ასაკის პირებისთვის.
      პატივისცემით ზურაბ ფაღავა.

       
  3. გამარჯობა, ამ ჰოლტერის პასუხის გაშიფვრაში რო დამეხმაროთ თუ შეიძლება, წინასწარ მადლობა. მამაკაცი 24 წლის. ადრეც გადამიღია ჰოლტერი და იქ ყველა ინტერვალი ნორმაშია. და ამის ფონზე ნევროპათოლოგმა დამინიშნა შემდეგი წამლები: ქსანაქსი, ანაფრანილი, ეგლონილი. კარდიოლოგმა არავითარი მკურნალობა არ გჭირდებაო (ჰოლტერის გადარების დროს მიღებული მქონდა ანაპრილინი და დიაზეპექსი0.5 მგ) (ზირითადათ რაც მანერვიულებს QT ინტერვალია ამ წამლებს(ნევროპათოლოგის დანიშნულს) ახასიათებს ამ ინტერვალის გახანგრძლივება და რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამ ჰოლტეზე ამ პრეპარატების მიღება)
    და საერთოდ რას შეეძლო ამ ინტერვალის გახანგღძლივება თუ არის გახანგრძლივებული საერთოდ, კიდევ წინასწარ დიდი მადლობა.

    მონიტორინგის განმავლობაში დაფიქსირდა სინუსური რითმი 90693 სისტოლით. მინიმალური გულისცემის სიხშირე 39 (პაციენტს ამ დორს ეძინა) 07:30. მაქსიმალური გულისცემის სიხშირე 150 (ფიზ აქტივობა) საშ 68. დაფისქირდა 3 სუპრავენტიკულარული ექსტრასისტოლა, აღინიშნებოდა სინუსური ტაქიკარდიის და სინუსური ატიტმიის ეპიზოდები. დაფიქსირდა სინუსური პაუზის ერთი ეპიზოდი (1650მწ). პარკუჭოვანი რიტმების დარღვევა არ დაფიქსირებულა. Min RR 320 msec; Max 1650;. გულის რიტმის ვარიაბელობა: SDNN -232.3 msec (N:141±38); SDANN-207.5 msec(70±27) გვიანი პარკუჭოვანი პოტენციალები პოზიტიურია მხოლოდ 1 მაჩვენებლით(Total QRS 295 msec N:4.5) რაც მიუთითებს ფატალობის დაბალ რისკზე. AC(aceleration capacity)-16.3 msec მიუთითებს ფატალობის დაბალ რისკზე. ძილის აპნოესათვის დამხასიათებელი გულის რიტმის ციკლური ვარიაბელობის მაჩვენებელი არ გამოვლინდა. მონიტორინგის განმავლობაში T კბილის ამპლიტუდა იცვლებოდა, იყო პოზიტიური და დეპრესიულიю ST სეგმენტის დევიაციის სარწმუნო ეპიზოდები არ დაფიქსირებულა.

     
    • გმადლობთ შეკითხვისთვის. ზოგიერთ ფსიქოტროპულ (და არამარტო) მედიკამენტს მართლაც აქვს უნარი გამოიწვიოს საშიში არითმია. მათი ამგვარი მოქმედების ელექტროფიზიოლოგიური მექანიზმია პარკუჭთა რეპოლარიზააციის ფაზის, ანუ ეკგ-ზე QT ინტერვალის გახანგრძლივებაა. მათი მიღების დროს ამ პარამეტრის გაზომვა სავალდებულოა და ეს ექიმმა უნდა გააკეთოს. თქვენი ჰოლტერის მონიტორინგის დასკვნაში ინფორმაცია ამ მაჩვენებელზე ჩემს მიერ ნანახი არ არის.

       
  4. გამარჯობათ,ბატონო ზურაბ! ხშირად მაქვს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები,ხომ ვერ დამეხმარებით სახლის პირობებში რით მოვიხსნა? მადლობთ

     
  5. უპიველეს ყოვლისა უნდა დადგინდეს ამ ექსტრასისტოლიის მიზეზი, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ამ დაავადების მკურნალობა. კატეგორიულად არ არის სწორი ექსრასისტოლიის და საერთოდ რაიმე დაავადების მკურნალობა სატელეფონო ან ამ გზით მიღებული კონსულტაციის საფუძველზე. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალ რისკთან. პატივისცემით

     
  6. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. ვარ 23 წლის ბიჭი. ერთი კითხვა მაქვს. ვვარჯიშობ აზიდვებით. აზიდვების წინ გახურებებს ვაკეთებ.. საჭმელს ჩვეულებრივად ვჭამ. დროთა განმავლობაში კუნთები ვითარდება ეს ნორმალურია რა თქმა უნდა თუმცა მერე ნელ-ნელა მარცხენა მკერდზე ძარღვი მიწყებს დატყობას ლავიწის ძვალთან მერე ნელ-ნელა მარცხენა მკერდზეც იწყებს დატყობას და მერე ნელ-ნელა მიწყებს ტკივილს და რატომ ვერ მეტყვით? არადა ორგანიზმს ძაან არ ვტვირთავ რისი ბრალია ვერ მეტყვით? ადრე ვწყვეტდი ხოლმე ვარჯიშს და არ შეიძლება რომ არ შევწყვიტო და არც მტკიოდეს? რას მირჩევთ?

     
    • გამარჯობა გიორგი.
      გარკვეულ ინფორმაციას ამ მხვრივ მოგვცემს ექოკარდიოგრაფიადა/ან მაგისტრალურ სისხლძრღვთა დუპლექსსკანირება. თუ არ იქნება ნანახი რაიმე პათოლოგია გთხოვთ მიმართოთ სპორტული მედიცინის სპეციალისტს ან მწვრთნელს.
      პატივისცემით ზურაბ ფაღავა

       
  7. გამარჯობათ, რა მინდა გკითხოთ პულსი ხშირად მაქვს 65 დან-75 მდე ამავ დროულად შეიძლება მქონდეს წნევა 170-120 რა შეიძლება ითქვას გულის პათოლოგიაა თუ სხვა კვლევები მჭირდება?

     
  8. იმისათვის, რომ დავადგინოთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, საჭიოა ელექტროკარდიოგრამმა და ეკგ-ს 24 საათიანი ამბულატორული მონიტორინგი (ან ე.წ. ჰოლტერის მონიტორინგი). პატივისცემით

     
  9. Здравствуйте! Мы проживаем в Казахстане. Уважаемый доктор, учитывая Ваш большой опыт в профессиональной сфере кардиологии, подскажите пожалуйста, где можно отдохнуть с семьей в Грузии, учитывая что один из детей (возраст 16 лет) имеет кардиологические нарушения. Какой санаторий Вы посоветуете?

     
    • Здравсвуйте, спасибо за вопрос. В течении многих десятилетии в Грузии кардиологи пользовались специализированными, реабилитационными санаториями в Кобулети (Аджария). Они, и в особенности указанный ниже, были базовыми санатроиями кардиологической службы Грузии. На месте одного из них, санатрия четвертого главного управления минздрава ГССР находиться, великолепная гостиница-санаторий GEORGIA PALACE HOTEL & SPA (http://gph.ge/english/home). Особенностью этого санатория является само местонахождение гостиницы, характеризу́ющиеся специяльным микроклиматом полезным для пациентов с сердечно-сосудистыми и легочными зфболеваниями, С уважением, Зураб Пагава

       
  10. Добрый день, уважаемый доктор! Огромное сердечное большое спасибо Вам за ответ! Хочу пожелать Вам лично и Вашим родным и близким счастья, здоровья и благополучия! Вам достижения профессиональных высот, в Вашем нелегком, но очень нужном для всего человечества деле – сохранения и улучшения здоровья! Будьте счастливы!

     
  11. გამარჯობათ! ექიმთან ვიყავი ორი თვის უკან და დამიდგინა აორტული რეგურგიტაცია მსუბუქი ხარისხით და მითხრა რომ სარქველები კარგად არ იხურებაო. ორი თვის შემდეგ დავიწყე სამსახური,რომელიც ღამის თევას მოითხოვს. პირველივე კვირებში დამეწყო გულზე ტკივილები, მტკიოდა მარცხენა ბეჭი და მქონდა პწკნის მაგავარი ტკივილები გულზე. შემდეგ ამ ტკივილმა გაიარა და ახლა უკვე თავის ტკივილები მაწუხებს დროდა დრო თავის მარცხენა ნაწილი კისრიდან შუბლამდე მიბრუჟდება ხოლმე მაგარამ რამოდენიმე წამიდან წუთამდე. მაინტერესებს რეკომენდირებულია თუ არა ამ ტიპის სამუშაო და ეს ტკივილები ხომ არ შეიძლება იყოს სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი? სამსახურში მხოლოდ ღამის თევა მიწევს ძალა არ მადგება უბრალოდ ძალიან ნერვების მომშლელია ის რასაც ვაკეთებ და ეს ხო არ შეიძლება იყოს მიზეზი? მადლობა წინასწარ პასუხისთვის

     
    • მსუბუქი ხარ. აორტული რეგურგიტაცია, როგორც წესი , არ არის დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვან სიმპტომებთან. ყოველ შემთხვევაში ეს სიმპტომები გულის ავადმყოფობასთან, აშკარად, არ არის დაკავშირებული. იმედი მაქვს, რომ ჩატარებული გაქვთ გულის ყოველმხრივი გამოკვლევები (ეკგ, ექოკარდიოგრაფია, სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა და ანტების მარკერები). გირჩევთ გააგრძელოთ კონტაქტი მკურნალ ექომთან

       

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>