Nino Sharashenidzeდაბადების თარიღი:
26.11.1970

სპეციალობა:
ექიმი – ჰემატოლოგი/ტრანსფუზიოლოგი 

სამეცნიერო წოდება:
მედიცინის აკადემიური დოქტორი

სამუშაო ადგილი და დაკავებული თანამდებობა:
2001 – დღემდე ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა “ჰემა”
ექიმი – ჰემატოლოგი/ტრანსფუზიოლოგი;

 

12.06.2014  რადიო MEDFM 100.3–ის გადაცემის “VIP MED TIME”..
სტუმარი იყო – ექიმი – ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი – ნინო შარაშენიძე. გადაცემის მთავარი თემაა: ლიმფოლეიკემია და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

მისამართი:
თბილისი, საქართველო, 0112
თევდორე მღვდლის ქ. N 13
ტელ/ფაქსი:  (995 32) 225 30 44 
მობ.: 599 91 49 91
ელ.ფოსტა: ninohema@gmail.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

47 thoughts on “ნინო შარაშენიძე MD. PhD.

  1. Gamarjobat qalbatono nino,myavs 15 wlis bichi, 3-4 wlis asakshi kvezerelebma daudgines savaraudo diagnozi mcireze ufro msubuqi talasemia.6 wlis rom gaxda ukve agaraferi msgavsi agar iyo sisxlshi,rogorc amixsnes sisxli rca icvleba mag dros shesadzlebelia gadalaxva am problemiso. Axla gadavwyvite gadakontroleba sisxlis analis, tqventan movedi da ar mimiges asakis gamo, iashvilshi aviget analizi. Retikulociti aqvs 4, Hemoglobili 15,4.ras gvetyvit tqven da aris tuara hematologtan viziti aucilebeli?
    gmadlobt.

     
    • მოგესალმებით ქალბატონო. თალასემია ეს არის თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია, რომელიც შვილს მშობლებისგან გადაეცემა. არსებობს როგორც მცირე, ასე დიდი თალასემია. თუმცა ორივე მათგანის დიაგნოსტირება სპეციფიურ კვლევებს უკავშირდება: რეტიკულოციტი, ფეტალური ჰემოგლობინი, ერითროციტების ოსმოსური რეზისტენტობა, შრატის რკინა და ფერიტინი. დიდი ალბათობით, თუ თქვენს შვილს აქვს (უფრო სწორად რომ ვთქვათ მატარებელია) თალასემია ამ კვლევების გარეშე სრულფასოვანი დიაგნოზი ვერ დაესმება. თუმცა თქვენს მიერ წარმოდგენილი ანალიზებით მას არანაირი მედიკამენტოზური ჩარევა არ ჭირდება და დიდი ალბათობით არც არასდროს არ დაცშირდება. მიმართეთ ბავშვთა ანემიების ცენტრს. საჭიროების შემთხვევაში კვლევებს იქ ჩაატარებენ.

       
  2. მოგესალმებით.
    თალასემია ეს არის თანდაყოლილი ჰემოლიზური ანემია. რომლის დროსაც დარღვეულია ჰემოგლობინის სინთეზი. ამ დროს ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივზე უფრო მეტად არის შემცირებული. რადგან არასრულფასოვანია ერითროციტების მემბრანა და ადვილად იშლებიან სისხლძარღვის კედელთან შეხების დროს. არსებობს მცირე და დიდი თალასემია. დიდი თალასემია მძიმე დაავადებაა. მცირე თალასემია უხშირესად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მითუმეტეს ბიჭებში. თუმცა ამ დაავადების დროს პაციენტებს მაინც არაა აქვთ ჰემოგლობინის მაღალი მაჩვენებლები. ერთ ერთი ყველაზე ღირებული მაჩვენებელი დაავადების მიმდინარეობის ესაა დაბალი ჰემოგლობინი, მაღალია სისიხლის შრატში რკინის შემცველოდა და მაღალია რეტიკულოციტების რაოდენობა. თქვენი მონათხრობის მიხედვით სავარაუდოდ ამ ბავშვს თალასემია არა აქვს. სრულიად ჯანმრთელია. თუმცა შგიძლიათ გააკეთოთ მიზნობრივი კვლევები: ფეტალური ჰემოგლობინი, შრატის რკინა, ბილირუბინი, ერითროციტების ოსმოსური რეზისტენტობა. წარმატებებს გისურვებთ.

     
  3. გამარჯოგათ ჩემ მეუღლემ გაიკეთა სისხლის საერთო ანალიზი;ნეიტროფილი%-37,9(51-72),ნეიტროფილი#-1,88(2,24-7,2),BL.4.2.6.ლიმფოციტი% -50,8(20-40) შენიშვნა;აღენიშნება აბსოლუტური ნეიტროპენია,შეფარდებითი ლიმფოციტოზი.დანარჩენი მაჩვენებლები ნორმალურია.გთხოვტ მიპასუხოდ რას ნისნავს ეს დიაგნოზი საშიშია რამე და რომელ ექიმს უნდა მივმართოდ.გმადლობთ

     
  4. გამარჯობათ.
    სისხლის საერთო ანალიზში მსგავსი ცვლილებები ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული (ვირუსული ინფექცია, სისხლის სისტემური პათოლოგია, ღვიძლის პირელადი პათოლოგია, შემაერთებელქსოვილოვანი პათოლოგია). საინტერესოა რატომ მიმათეთ ექიმს. რა იყო ჩივილები, რამაც განაპირობა თქვენი მეუღლის ვიზიტი სპეციალისტთან. სიმართლე გითხრათ თქვენს მიერ წარმოდგენილი მწირი მონაცემები არაფერს არსებითს არ მიმანიშნებს. მიზანშეწონილია პირველად ვიზიტი ჰემატოლოგთან ან ოჯახის ექიმთან. შემდგომში გადაწყდებამოქმედების ტაქტიკა.

     
  5. gamarjobat,maqvs marjvena sazardultan limfuri jirkvali gadidebuli,terapevtma mitxra rom tavisit gaiwovda,axla meubneba rom qirurgma unda naxos ,meshinia da ikneb mirchiot vis mivmarto?madloba.

     
    • გამარჯობათ. ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებით შეიძლება იყოს განპირობებული. როგორც წესი საზარდულის ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია (რეგიონალური ლიმფადენიტი) შედეგი ხდება ხოლმე შარდ-სასქესო სისტემის მორეციდივე ინფექციების. რადგან თქვენმა მკურნალმა ექიმმა საიროდ ჩათვალა ქირურგის კონსულტაცია, სავარაუდოდ მან ვერ ახსნა ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია ინფექციით. დიაგნოზის სრულყოფილად ვერიფიკაციის მიზნით აუცილებელია ლიმფური კვანძის ბიოფსია და მიღებული მასალის მორფოლოგიური კვლევა. აღნიშნული პროცედურის შესრულება შეუძლია ყველა ქირურგს, რომელსაც აქვს სათანადო ლიცენზია

       
  6. მოგესალმებით. 1 თვის წინ ჩემი 5 წლის შვილს ქონდა ვირუსული ინფექცია, მაღალი სიცხეებით და წითელი, ჩირქიანი ყელით. გაუკეთეს სისხლის ანალიზი, სადაც ლეიკოციტები იყო 19. გამოჯანმრთელების შემდეგ ანალიზი არ გაგვიმეორებია. რამოდენიმე დღის წინ ბავშვს ისევ დაემართა მსგავსი ვირუსული ინფექცია. ისევ გავუკეთეთ ანალიზი, და ამჯერად ლეიკოციტები იყო 32 ( ნეუტროფილი 86%, ლიმფოციტა 5%, მონოციტა 6%). ველოდიბით გამოჯანმრთელებას, რომ გავუკეთოთ განმეორებითი ანალიზი. მაინტერესებს რამდენად არის შანსი, რომ იყოს ლეიკემია?

     
  7. მოგესალმებით თამუნა. თქვენს მიერ წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე შემიძლია ვივარაუდო, რომ საქმე გვაქვს ქრონიკულ დეკომპენსირტებულ ტონზილიტთან. რაც ხდება მიზეზი მეორადი ინფექციების სწრაფად რეციდივირების. ჩირქოვანი პროცესის არსებობაზე მიუთითებს პერიფერიულ სისხლში არსებული ლეიკოციტოზიც და მკვეთრი ნეიტროფილური პროფილი. მიზანშეწონილად მიმაჩნია პაციენტს ჩაუტარდეს ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაცია, განისაზღვროს CRP და ანტისტრეპტოლიზინი. მიღებული შედეგების საფუძველზე გადაწყდება მოქმედების შემდგომი ტაქტიკა.

     
  8. Gamarjobat. Qalbatono. Nino.dzalian. Gtxovt damexmarot. Dzalian mainteresrbs. Aiv infeqciis Dros sazardultan ra adgilze da ramden xanshi chndeba jirkvali. Ori tvis cin mqonda daucveli seqsi, dgemde verafers vgrdznobdi, tan saqartveloshi Ar vimkopebi. Am bolo dros shidcis statiebma Ise shemashina ro ukve dzalian shevcuxdi, da koveldge ukve xelit vsinjavdi sazardulis Gare adgilebs, sadme jirkvali xo Ar maq Metqi, amdeni nerviulobit martla shevamchnie Kisertan erti patara jirkvali. Dges shardis buahtis gascvriv, titqos shevnishne patara jirkvalivit, igliashi jer Ar gamomsvlia da lbad Amdeni nerviulobit ikac gamomiva. Kisris tkivili, gulis reva da oplianoba Ar mqonia, arc magali sicxeebi, ubralod erti tvis cin gavcivdisavit da nasicxarivit zeda tuchze gamichnda garedan da maleve Gadamiara. Dzalian gtxovt mitxarit ra adgilebze gamodis kvandzebi zustad. Erti kviraa Ise meshinia vegarc vcham da vegarc Mdzinavs, me mgoni shidcamde guli momklavs, am nerviulobis fonze Orjer dzalian cudad gavxdi da sascrafoc gamovidzaxe. dzaan gtxov nino eqimo ramit damexmarot……

     
  9. Da es Kvandzebi Didi Zomis unda ikos tu ara?da kide ra simptomebi unda mqonda,eqimtan ver mivdivar analizze Ise Ar minda am diagnozis gageba.Ise shardsasqeso. Infeqciuri problemebi mqonda,da exlac ver unda viko mtlad kargad,magram imis shemdeg ori tve gavida da kisershi exla vnaxe patara kvandZI DA qvemot zustad Ar vici ra aris,patara Kvandivitaa me mgoni shardis buahtis marjvena zeda mxares, da ori tveshi xo unda megrdNo rame,aq vnaxe ro oridan otx kviramdeo.dzalian gtxov male momcere nino eqimo, Tore me mgoni meore kviramde vegar mival.

     
  10. გამარჯობათ ლაშა. აივ ინფექცია ინფიცირებული ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობა 3-10 წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად კი ასე:
    · ტემპერატურის უმიზეზო მომატება 30 დღეზე მეტი ხნის მანძილზე; ლიმფური კვანძების გადიდება;ძლიერი საერთო სისუსტე;
    მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე; გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას; ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით; თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ და სხვ. ასე რომ თქვენ თუ ეს დაავადება გაქვთ არამგონია 2 კვირის წინ დაწყილიყოს თქვენი პრობლემა. ეხლა რაც შეეხება ლიმფური კვანძების გადიდებას. ….. ყველაზე ხშირად მამაკაცებში მსგავსი პრობლემები შარდ-სასქესო სისტემის ინფექციებს უკავშირდება. რაც თავის მხრივ ხდება მიზეზი რეგიონალური ლიმფური კვანძების დაზიანების. არც ერთი დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ლიმფადენიტით მარტივი სამკურნალო არაა და ექიმის დახმარების გარეშე მისი გამკლავება გაგიჭირდებათ. დიდი ალბათობით ტქვენ გაქვთ რაღაც მორეციდივე ინფექცია (შესაძლებელია ჰერპესი…. გაიხსენეთ ტუჩზე გამონაყარი, ან ციტომეგალოვირუსი, ან ქლამიდიოზი). პრობლემის უგულებელყოფა პრობლემას ვერ აგვარებს. პირიქით…. ასე რომ მოიკრიბეთ ძალა და ეწვიეთ ექიმს. დამიჯერეთ შედეგით კმაყოფილი დარჩებით. მეტსაც გეტყვით…. აივ ინფექცია ეს არააა განაჩენი. ეს დაავადებაა, რომელთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდებს ფლობს მედიცინა.

     
  11. Ugrmesi madloba Qalbatono nino.tqveni gamxnevebis dafurzvelze chavabare sisxli da mitxres ro dainficirebuli Ar var,tan germaniashi vcxovrob da aramgonia aqauri laboratoria motkuvdes.Tan is Vitom simptomebi romlebic cakitxuli mqonda titqos gamikra da saertod minda erti ram vtqva,tu adamiani daijerebs da daijerebs Sakutar tavs ro rame chirs,albad martla gauchndeba, ase ro minda Didi madloba gitxrat da carmatebebi gisurvot

     
    • გამარჯობათ. თქვენი კლინიკური ჩივილი როგორც წესი ინტოქსიკაციის გამოპხატულებაა ხოლმე. მე გირჩევდით გაიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი სა ჩაიტაროთ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

       
  12. gamarjobat, mkavs gogona 10 clis, dzalian xshirad itkivebs mucels, exom gvitxra rom akvs naclavebshi limfuri kvandzebi da muclis grushi tavisufali sitxe, vmkurnalobt magram shedegi jerjerobit ar gvakvs. sami clis cinac gvkonda tavisufali sitxe kjvelaferi shevimocmet, tuberkulozzec aviget sinji, kompiuteritac gadaviget muclis gru da kvela organo, araferi iseti ar agmoachnda, agar vici ra vkna, ikneb rame mirchiot. Mainteresebs kargad amixsnat ras nishnavs es diagnozi da rogor vimkurnalot, madlobt

     
    • გამარჯობათ ლელა. მუცლის ღრუში ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია ( და არა მარტო მუცლის ღრუში) შეიძლება იყოს შედეგი ძალიან ბევრი დაავადების. მე გირჩევდით განმეორებით მიმართოთ: რევმატოლოგს, ფტიზიატრს და ბავშვთა ჰემატოლოგს. შესაძლებელია საჭიროდ ჩაითვალოს ლაპარასკოპიული ბიოფსია.

       
  13. გამარჯობა ,ნინო ექიმო! ჩემი 14 წლის გოგონა ძალიან ბევრ გაჯს ჭამს. კალციუმი ნორმის ქვედა ზღვარზე აქვს. სისიხლის საერთო შიც საგანგაშო არაფერია. ექიმებმა ენდოკრინოლოგთან გამგზავნეს. tsh0.45 აქვს . რას მირჩევთ კიდევ რომელ ექიმს მივაკითხოთ ,რომ პრობლემა დავადგინოთ. ?

     
    • გამარჯობათ. თქვენს მიერ წარმოდგენილი ჩივილები შესაძლებელია იყოს მიზეზი შრატში რკინის დაბალი შემცველობის. მე გირჩევდით ჩაუტაროთ დამატებით სისხლის შრატში რკინის სემცველობის განსაზღვრა. აუცილებლად შემატყობინეთ შედეგი.

       
  14. გამარჯობათ, მაინტერესებს მკლავზე და მუცელზე მაქვს წვრილი სისხლჩაცევები ძალიან პატარები ასევე წითელი ხალები, სისხლის ანალიზი ნორმაშია მხოლოდ ედს მაქვს ოდნავ მომატებული, ვსვამ პრეპარატ სიოფორს ინსულინრეზისტეტნტობა მქონდა ერთი ხაზით მომატებული ინსულინმა დამიწია. , გავიკეთე კოაგულოგრამა, ღვიძლის ფუნქციები და ჩიყვის ჰორმონები ყველაფერი ნორმაშია, თმცა ეხოზე მაქვს აუტოიმუნური თირეოდიტის სურათი, ოჯახის ექიმა მითხრა რომ ეს წითელი ხალები არაფრის მიზეზია. მაინტერესებს თუ მესაჭიროება დამატებით კვლევა. წინასწარ გიხდით მადლობას

     
  15. გამარჯობათ. სისხლჩაქცევები და წითელი ხალები განსხვავდება ერთმანეთისგან. სისხლჩაქცევები არის შედეგი ან ვაზოპათიის და ან სისხლის შემადედებელი სისტემის არასრულფასოვნების. თქვენი მონათხრობის მიხედვით მე მაინც მგონია რომ გაქვთ წითელი ხალები. ამ პრობლემისთვის სასურველია მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

     
  16. qalbatono nino madlobas gixdit winaswar.
    mucelshi kansa da xorcs shoris maqvs kvandzi ar mawuxebsda arc izrdeba. Erti welia rac shevamchnie ramdenad sayuradgeboa da romel eqimtan unda mivide.

     
  17. Gamarjobat, var 30 kviris orsuli. Nayofis modzraoba dzalian aqtiuri da mtkivneulia. Gavikete eqoskopia. Yvelaferi normis farglebshia, tonusi ARA. Gavikete koagulograma sadac trombis indeqsi aris 100, fibrinogeni 529. Daminishnes kardiomagnili 150mg. Rogor fiqrobt rame sagangasho xom AR arid?

     
  18. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. მყავს ერთი წლის და სამი თვის ბიჭი.ერთი წლის იყო რომ გავიკეთეთ სისხლის ანალიზი და აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. ახლაც ვიღებთ პრეპარატ ნეოგლობინს და ჩვენი სისხლის ანალიზები ასეთია.. ლეოკოციტები 8. ერითროციტები 5,38. ჰემოგლობინი 8,7. ჰემატოკრიტი 31.3 ერით.საშ. მოცულობა 58.2. ჰემოგ.საშ.მოცულობა 16.1. ჰემოგლობინის.საშ. კონცენტრაცია.27,7. თრომბოციტები 305. ჩხირბირთვიანი ნეიტრ.5 სეგმენტბირთვიანი ნეიტრ.12. ლიმფოციტები 65.5 მონოციტები 15 ეოზინოფილები 2.5. რეტიკულოციტი 18. რკინა 13 .3 აი ასეთია ჩვენი სისხლის ანალიზი არის თუ არა ეს საშიში და რამ გამოიწვია სეთი დაბალი ჰემოგლობინი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და ნაკლებად იღებს დამატებით საკვებს ეს ხომ არ შეიძლება იყოს მიზეზი? უღრმესი მადლობა წინასწარ.

     
  19. გამარჯობათ ქალბატონო ნინო, ბავშვობიდან მაქვს ქრონიკული ტონზილიტი, დადასტურებული, ამასთანავე ყბისქვეშა ლიმფურები გადიდებული აკბათ 15 წელა(ექოგენურად ქრონიკული ლიმფადენიტის სურათი) ზოგჯერ მაქვს სიცხე 37,2, ზირითადად საღამოს, ამ ბოლო დროს ვმკურნალობდი კუჭის წყლულზე და მუცლის ღრუდ კვლევის დროს აღმომაჩნდა ღვიძლის კართან ანთებითი ლიმფური კვანძი, ძალიან ვარ შეშინებული, გთხოვთ მიპასუხოთ, რამე სერიოზული დაავადების ნიშნები მაქვს? ვის მივმართო და რა სახის კვლევა ჩავიტარო?

     

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>