Nino Sharashenidzeდაბადების თარიღი:
26.11.1970

სპეციალობა:
ექიმი – ჰემატოლოგი/ტრანსფუზიოლოგი 

სამეცნიერო წოდება:
მედიცინის აკადემიური დოქტორი

სამუშაო ადგილი და დაკავებული თანამდებობა:
2001 – დღემდე ჰემატოლოგიისა და ქიმიოთერაპიის კლინიკა “ჰემა”
ექიმი – ჰემატოლოგი/ტრანსფუზიოლოგი;

 

12.06.2014  რადიო MEDFM 100.3–ის გადაცემის “VIP MED TIME”..
სტუმარი იყო – ექიმი – ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ქალბატონი – ნინო შარაშენიძე. გადაცემის მთავარი თემაა: ლიმფოლეიკემია და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

მისამართი:
თბილისი, საქართველო, 0112
თევდორე მღვდლის ქ. N 13
ტელ/ფაქსი:  (995 32) 2913081
მობ.: 599 91 49 91
ელ.ფოსტა: ninohema@gmail.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

41 thoughts on “ნინო შარაშენიძე MD. PhD.

  1. გამარჯობა, ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ, დედაჩემი არის 45 წლის, ხშირად აწუხებს თავის ძლიერი ტკივილი, მარცხენა ხელის დაბუჯება,რამდენჯერმე აიტკია ხელის თითები, ამბობდა ხოლმე ვგრძნობ სისხლი როგორ მოძრაობს ძარგვებშიო, ზოგჯერ წვრილად მწიწკნის ფეხებში რაგაცო და გვეგონა ოსტეოხონდროზი, რქამდენიმე დღის წინ გაიკეთა ანალიზები და აღმოჩნდა რომ თრომბოციტების დონე სისხლში მილიონი აქვს,ჩაუტარეს ძვლის ტვინის ბიოფსიაქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადების გამორიცხვის მიზნით, ძალინ გტხოვტ მიპასუხეთ რამდენად დიდია შანსი რომ ეს დაავადება მართლაც იყოს, ან სხვა რამ შეიძლება გამოიწვიოს ტრომბოციტების ასეთი მაღალი დონე, გთხოვთ მიპასუხეთ სანამ პასუხები იქნება გული გამისკდებაა

     
    • mogesalmebit,mainteresebs pexebze silurjeebis gachenas ra iwvevs? aseve mtkiva pexebi,viyavi angiologtan venebis venebi wesrigshi maqvs

       
    • გამარჯობათ. ქრონიკული მიელოპროლიფერაციული დაავადება საკმაოდ რთული დაავადებაა. მისი დიაგნოსტირება მკაცრად განსაზღვრულ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ემყარება. როგორც წესი შეცდომა იშვიათად ხდება ხოლმე. რაც შეეხება მკვეთრ თრომბოციტოაზს.. თრომბოციტოზი სისოცხლისთვის საშიში თრომბოზული გართულების მიზეზი ხდება ხშირად. ასე რომ დაუყოვნებლივ მიმართოდ ექიმს. ჩაუტარეთ ლაბორატორიული კვლევები და გადაუდებლად დაიწყეთ ანტიკოაგულაციური, დეზაგრეგაციული თერაპია. შემდგომში შესაძლებელია უკვე ჰიდრეას გამოყენებაც

       
  2. სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთე : ერითროციტი 4.65 (ნორმა 4.2-5.4) ჰემოგლობინი 10.4 (ნორმა 12-16) ჰემატოკრიტი 33,9 (ნორმა 36-46)
    ერითროციტების საშუალო მოცულობა 72.9 (ნორმა 80-96) ჰემოგლობინის საშუალო შემცველობა ერითროციტში 22.4 (ნორმა 27-33) ჰემოგლობინის საშუალო კონცენტრაცია ერითროციდში 30.7 (ნორმა 32-36|) ერითროციტების გადანაწილების ფართი –SD 44.2 (ნორმა 37-46) ერითროციტების გადანაწილების ფართი –CV 16.2 (ნორმა 11-16) თრომბოციტი 436 (ნორმა 150-400) თრომბოციტების გადანაწილების ფართი 12.8 (ნორმა 9-14) თრომბოციტების საშუალო მოცულობა 9,3 (ნორმა 8-12) დიდი ზომის თრომბოციტების წილი 21.7 (ნორმა 15-35) ლეიკოციტი 8.2 (ნორმა 4.0-10.0) ლიმფოციტი % 31 (ნორმა 25-40)
    #2.5 (ნორმა 1-4) შერეული უჯრედები : ბაზოფილი,ეოზინოფილი,მონოციტი %3,7 (ორმა 3-13) #0.3 (ნორმა 0.2-1) ნეიტროფილი % 65.3 (ნორმა 50-70) # 5.4 (ნორმა 2-7) ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ვესტერგრინის მეთოდით)14 (ნორმა 2-27)
    ენდოკრინოლოგმა მითხრა რომ სერიოზული არაფერია რკინის ნაკლებობა გაქვსო და რკინის შემცველი პრეპარატი დამინიშნა და შეიძლება რამე სერიოზული მჭირდეს?

     
    • გამარჯობათ. გავეცანი თქვენს მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკმენტაციას. სავარაუდოდ მართლაც საქმე გვაქვს რკინის დეფიციტთან. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლებელია გაკეთდეს სისხლის შრატში რკინის შემცველობაზე და ფერიტინზე ანალიზი. თუმცა თუ უკვე იღებთ რკინის პრეპარატს ეს ანალიზი უკვე აზრს მოკლებულია. ერთადერთი მაინტერესებს რა არის მიზეზი ანემიის და რატომ გაქვთ თრომბოციტოზი. როგორ იკვებებით. გაქვთ თუ არა კუჭ-ნაწლავის რამე პათოლოგია, ჭარბი მენსტრუალური გამონადენი და ასე შემდეგ.

       
  3. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. მყავს ერთი წლის და სამი თვის ბიჭი.ერთი წლის იყო რომ გავიკეთეთ სისხლის ანალიზი და აღმოაჩნდა დაბალი ჰემოგლობინი. ახლაც ვიღებთ პრეპარატ ნეოგლობინს და ჩვენი სისხლის ანალიზები ასეთია.. ლეოკოციტები 8. ერითროციტები 5,38. ჰემოგლობინი 8,7. ჰემატოკრიტი 31.3 ერით.საშ. მოცულობა 58.2. ჰემოგ.საშ.მოცულობა 16.1. ჰემოგლობინის.საშ. კონცენტრაცია.27,7. თრომბოციტები 305. ჩხირბირთვიანი ნეიტრ.5 სეგმენტბირთვიანი ნეიტრ.12. ლიმფოციტები 65.5 მონოციტები 15 ეოზინოფილები 2.5. რეტიკულოციტი 18. რკინა 13 .3 აი ასეთია ჩვენი სისხლის ანალიზი არის თუ არა ეს საშიში და რამ გამოიწვია სეთი დაბალი ჰემოგლობინი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზეა და ნაკლებად იღებს დამატებით საკვებს ეს ხომ არ შეიძლება იყოს მიზეზი? უღრმესი მადლობა წინასწარ.

     
    • მოგესამებით. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე პედიატრი არ ვარ და შესაბამისად ჩემი მოსაზრება უფრო რჩევა იქნება, ვიდრე დანიშნულება. ჯობია მიმართოთ ბავშვთა ჰემატოლოგს.
      მინდა გკითხოთ – რკინის პრეპარატის მიღებამდე განისაზღვრა თუ აარა სისხლის შრატში რკინის შემცველობა.
      ეს ანალიზი საყურადღებოა. მკურნალობის ფონზე (მაშინ როდესაც კორეგირებულია ერითროციტების რაოდენობა) რატომაა დაბალი ჰემოგლობინი. დამატებით რამოდენიმე ტესტს ჩავატარებდი თანდაყოლილი ანემიების გამოსარიცხად

       
  4. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. მყავს 14 წლის შვილიშვილი ბიჭი. ანალიზებით დაუდგინდა ჰემოლიზური ანემია.ერითროციტების ფორმაშეცვლილი მდგომარეობით.ეჭვი აქვთ მცირე თალასემიაზე. მისთვის აცრები პატარაობის დროს გამოვტოვეთ. მაინტერესებს სწორად მოვიქეცით თუ არა. ახლა შვილიშვილი აქტიურად ჩართულია სპოტში (ფეხბურთი). სასარგებლოა ,თუ არა მისი ასეთი დატვირთვა სპორტით.მას სურვილი აქვს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი.

     
  5. გამარჯობათ ქალბატონო. ჰემოლიზური ანემია არსებობს თანდაყოლილი (ნამგლისებურ-უჯრედოვანი, თალასემია) და შეძენილი. შეძენილი ჰემოლიზური ანემიის დროს მიზეზი ჰემოლიზური კრიზისა შეიძლება გახდეს ნებისმიერი მედიკამენტი. შესაბამისად აცრებზე უარის თქმა (თუ ეს ექიმის ინიციატივა იყო) გასაგებია. რაც შეეხება თალასემიას (მცირე ან დიდი), ეს თანდაყოლილი დაავადებაა და აცრები მაინდამაინც დიდ გავლენას არ ახდენს.
    ჰემოლიზური ანემიის დროს ხშირად ვითარდება სპლენომეგალია (ელენთა დიდდება). სწორედ ამიტომ აქტიური სპორტი ზოგჯერ სახიფათოა. ასე რომ გირჩევთ მიხვიდეთ სპეციალისტთან და გაუკეთოთ შემდეგი ანალიზები:
    სისხლის საერთო რეტიკულოციტით, ბილირუბინი, მუცლის ღრუს ექოსკოპია, შრატის რკინა, ფერიტინი, ერითროციტების ოსმოსური რეზისტენტობა და ფეტალური ჰემოგლობინი.

     
  6. მოგესალმებით. მყავს ძმა 31 წლის წელიწადზე მეტია აქვს ტემპერატურა 37, 37.2, 37.5 მეტი მაღლა არ იწევს ტემპერატურა გამოკვლეულია თითქმის ყველაფერზე გვითხრეს ალბათ გლანდები აქვს ჩირქოვანი და ამოიკვეთა გლანდებიც ორი თვის წინ მაგრამ ტემპერატურა ისევ ისე რჩება.მიზეზი რა შეიძლება იყოს?

     
    • გამარჯობათ. სუბფებრილური ცხელება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება იყოს შედეგი რაიმე დუნედ მიმდინარე ქრონიკული პროცესის. როგორც წესი ხშირად უკავშირდება ხოლმე სწორედ ჩირქოვან ტონზილიტს, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციას, ჰაიმორიტს. თუმცა სასურველია ჩატარდეს ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც. თუ დამატებით რაიმე ინფორმაციას მომაწვდით (კერძოდ ანალიზებს: სისხლის საერთო, SRP, შარდის საერთო ანალიზი, გულ-მკერდის რენდგენი) ჩემი რჩევა უფრო საფუძვლიანი იქნება.

       
  7. გამარჯობა, კანზე სილურჯეების გაჩენის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ერთიდაიგივე ადგილას თან, მეორედ გამომივიდა უკვე

     
    • გამარჯობათ. კანზე სილურჯეების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს თომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ცვლილებები კოაგულოგრამაში. ასევე ღვიძლის ქრონიკული დაავადება ან სისხლძარღვოვანი პათოლოგია. იქნებ ჩაიტაროთ ლაბორატორიული კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, ღვიძლის ფუნქციური სინჯები და შემატყობინოთ.

       
  8. გამარჯობა,მყავს 2.5 წლის გოგონა.ფეხებზე უცნდება სილურჯეები.სულ მცირე მინარტყამიც ეტყობა.მტელი ფეხები სილურჯეებში აქვს.გავუკეტე სისხლის საერთო ანალიზი არანაირი ცვლილება არ აღმოაჩნდა.კიდევ რა კვლევა შეიძლება გავუკეთო?

     
    • გამარჯობათ. შესაძლებელია ეს იყოს ვაზოპათია. ანუ სისხლძარღვის კედლის დაზიანება. საინტერესოა მსგავსი პრობლემა თქვენც ხომ არ გქონიათ. აუცილებელია გაუკეთოთ ბავშვს დამატებითი კვლევები: განსაზღვროთ სისხლის შედედების დრო და სისხლის დენის დრო. ხომ არ სვამს რაიმე მედიკამენტებს. უფრო სწორი იქნება მიმართოთ ბავშვთა ჰემატოლოგს. გამოსარიცხი იქნება სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტი და თრომბოციტოპათია.

       
  9. gamqarjoba qalbatono nino, 2 tvea maqvs sicxe ucvlelad 37 c , sisxlis saerto analizshi da shardshi aranairi cvlileba ar aris, garda imisa rom sisxlshi maqvs monocitebi momatebuli zeda zgvartan shedarebit 1 %-it. ramdenad sheidzleba es sashishi iyos da ukavshirdebodes mononukleozs? dzalian didii madloba. veli tqvens pasuxs

     

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>