დაბადების თარიღი: 12.12.1961 წ.Manana Gegechkori

სპეციალობა: ექიმი-რეპროდუქტოლოგი

სამეცნიერო ხარისხი:
მედიცინის აკადემიური დოქტორი.

სამუშაო ადგილი:
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა
თბილისი, საქართველო
ლუბლიანას ქ. N2/6
ტელ:   +995 322 22 00 65
მობ.:    +995 599 722 007
ელ. ფოსტა: mgegechkori@yahoo.com

 

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

14 thoughts on “მანანა (მაკა) გეგეჭკორი MD.

  1. ვარ 40 წლის. მყავს 22 და 18 წლის შვილები
    ძალიან მინდა მე-3 შვილი. ანტიმიულერის ჰორმონი მაქვს 0,39 ng/ml (პროლაქტინი ნორმაშია -11,60 ng/ml)
    რამდენად მაქვს შანსი, რომ ბავშვი გავაჩინო (ინსემინაციით მაინც)?
    მადლობა

     
    • გამარჯობათ! შვილი ყველა ასაკში სასურველი და სასიამოვნოა… მე-3 შვილის სურვილიც, რა თქმა უნდა… მაგრამ , თუ არ მიწყენთ, მაინ მგონია, რომ ამხელა შვილების ფონზე, ამ სურვილს განსაკუთრებული გამართლება აქვს ალბათ….ანტიმიულერის ჰორმონი დაბალია, არ დავმალავ. ეს შვილოსნობის ნაკლებ პერსპექტივაზე მიუთითებს – საკვერცხის რეზერვი საკმაოდ დაბალია, თუმცა ნაადრევ პრობლემასაც ვერ დაარქმევ – 40 წელი ითვლება გვიან რეპროდუქციულ და ამ თვალსაზრისით უკვე პრობლემურ ასაკად…კიდევ რამოდენიმე მომენტი თქვენი კითხვიდან გამომდინარე: 1. გვიანი რეპროდუქციული ასაკი ქრომოსომული აბერაციებისთვის რისკის მატარებელია 2. ინსემინაციით ორსულობის მიღწევის მცდელობა არ არის პანაცეა – ის ძირითადად ორიენტირებულია მამაკაცის პრობლემებზე – ინსემინაციის დროს საკვერცხეს უნდა ქონდეს დააკმაყოფილებელი რეზერვული შესაძლებლობები და ასევე ფორმაში უნდა იყოს საშვილოსნოს მილების გამავლობა 3. და ბოლოს, არაფერი ვიცი პარტნიორის მდგომარეობაზე და ფერტილობის სხვა ფაქტორებზე. ის, რომ შვილები უკვე გყავთ, არ გამორიცხავს საშვილოსნოს მილების შესაძლო პრობლემას, მით უმეტეს, რომ ეს იყო 22 და 18 წლის წინ, იყო თუ არა სხვა ორსულობები??
      P.S. უამრავი კითხვა მაქვს კიდევ – მენსტრუაციული ფუნქცია, ექოსკოპიის შედეგები და სხვა და სხვა და სხვა ….. და თუ პრობლემასთან გამკლავებას მაინც ეცდებით, წინასწარი კვლევების შემდეგ მაინც IVF განაყოფიერება და დროის არდაკარგვა მომდის პირველ ეტაპზე

       
  2. გამარჯობათ ქალბატონო მაკა, ვარ ერთი წლის გათხოვილი, ამ ერთი წლის განმავლობაში ფეხმძიმედ საერთოდ არ დავრჩენილვარ. ვაპირებ თქვენთან ვიზიტს ორტომბერში და მაინტერესებს რა პერიოდი სჯობს თქვენთან მოსასვლელად და თუ რამე ანალიზი შემიძლია მოვიტანო თან. თქვენთან ვიზიტზე აუცილებელია მეუღლესთან ერთად მოსვლა ხომ? თქვენთან ვიზიტზე აუცილებელია მეუღლესთან ერთად მოსვლა ხომ? გმადლობთ.

     
    • გამარჯობა, ერთი წელი არ არის დიდი დრო, მაგრამ უკვე ითვლება, რომ შესაძლოა გარკვეული ანალიზების შეფასება, მეუღლესთან ერთად, სასურველია მენსტრუუაციის შემდეგ. მე ამჟამად ვმუშაობ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში. ლუბლიანას 2/6. ტელ 2-22-00-65, 2-51-88-87. 3/10-დან ვმუშაობ სტაბილურად

       
  3. მოგესალმებით, ანტიმიულერი მაქვს 0,43 , პროლაქტინი ახლა 15, მაღალი მქონდა და დაიწია, დ ვიტამინი მქონდა ქვედა ზღვარზე, ვარ 32 წლის არასდროს ვყიფილვარ ორსულად, მაქვს გაკთებული ლაპაროსკოპია ჰისტეროსკოპია, მილები სუფთა მაქვს , ნქონდა ჰიპერპლაზია და ჰისტერო მეორედ გავიკეთე ახლა ისევ ჰიპერპლაზიის გამო, მეუბნებიანბრომ ესტროგენული ვარ, ანტრალური ფილიკულები მაქვს დაახლიებით 6 , ფოლიკულის მონიტორინგს რეგულარულად ვიკეთებ და ნორმაში მაქვსყველაფერი, ასევე კარგი მაქვს ფოლიკულომასტიმულირებელი ჰირმონი . იქნებ მითხრათ მაქვს თუ არა დაფეხმძიმების შანსი.

     
    • გამარჯობა ნატო. ანტიმიულერი 0,43 არც თუ საკმარისია, და 32 წლისთვვის ცოტა მეტის მოლოდინია. მაგრამ არ ნიშნავს უპერსპექტიობას. პროლაქტინი რომ მოწესრიგდა კარგია, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს არ არის ერთჯერადი პრობლემა და განსაკუთრებით ორსულობის მოლოდინში საჭიროა მისი ნორმატიული შენარჩუნება. ყველაზე მეტად რაც თვალს მმოხვდა და არ მესიამოვნა, მორეციდივე ჰიპერპლაზიაა – მგონი 2-ჯერ გაიკეთეთჰ ჰისტეროსკოპია. ეს აუცილებლად მოსაწესრიგებელი საკითხია. თუ უკვე გეგმავთ ორსულობას (და AMH 0,43 ძალიან ნუ გადასდებთ) შეეცადეთ PRL წესრიგში იყოს, დააკვირდით ოვულაციას, პარტნიორის სპერმოგრამის ნორმმის შემთხვევში, ორიენტირი აიღეთ ორსულობაზე. თუ ეს არ დგას დღის წესრიგში, ჰიპერპლაზიის პრეცენციისთვის “სპირალი” მირენა 5 წლით – ასე უსაშველოდ ჰისტეროსკოპუა და ენდომეტრიუმის რეზექციაც არ არის სახარბბიელო. ზოგადად ასე ჟღერს ჩემი პასუხი, თუმც უამრავი სხვა დეტალუხ მაინტერესებს. წარმატებები ნატო!

       
  4. გამარჯობა ქალბატონო მაკა, ჟორდანიაში ვიყავი თქვენი პაციენტი ვიმკურნალე ტესტოსტერონზე და პროლაქტინზე , 2 წლის შემდგომ გავთხოვდი და ახლა ვარ 4 კვირის ორსული, მინდა თქვენთან ვიზიტი (რეგიონიდან ვარ ) და როდის ჯობია მოსვლა რა ვადაზე და რა ანალზიებით?
    გმადლობთ წინასწარ.

     
  5. გამარჯობა თამთა. გილოცავ ამ მდგომარეობას. ვიზიტი, რადგან წარსულში პრობლემები იყო, ჯობს 5-6 კვირაზე უკვე ( თუმც რადგან ორსულობა მარტივად შედგა, ეს პრობლემებისც “მოგვარებულს” გავს. მე ახლა ვმუშაობ საბახტარაშვილის რეპოროდუქციულ კლინიკაში – ლუბლიანას 2/6 – ამჟამად ნინო ჯავახიშვილის 6 . წინასწარ ჩაწერა (032) 2- 22- 00-65

     
  6. გამარჯობათ მაკა ექიმო. ვარ 45 წლის ანტიმიულერი 0,73. აუტოიმუნური ტირეოდიტი 350ანტისხეულები და 2,56 ტსშ..ადრე ვიყავი 36 წლის ასაკში ორსულად და მედიკამენტოზური ჩარევით შევწყვიტე მე თვითონ. მაქვს 2 მიომური სუბსეროზული კვანძი საშვილოსნოზე ზომით 2 და 1 სანტიმეტრი,,,პროლაქტინი არ ვიცი როგორ მაქვს…მაქვს ქავილი …სხვა ჰოპმონები წესრიგშია…მილები არ ვიცი…რას მირჩევთ …სპერმა 18 პროცენტია 1 მ/გ…ძალიან გთხოვთ უყურადგებოდ ნუ დამტოვებთ ტქვენტან მინდა მოსვლა

     
    • გამარჯობა! უყურადღებოდ ჯერჯერობით არავინ დამიტოვებია. თქვენი ისტორია მოკლედ მშვენივრად ჩამოაყალიბეთ, რამდენადაც შესაძლოა პირველი წარმოდგენისთვის. ყველაზე მეტად, ვაღიარებ არ მხიბლავს (როგორც ექიმს ამ შემმთხვევაში) თქვენი ასაკი . მცირე ფიბროიდები, აუტოიმუნური თირეოიდიტი , TSH – მეტ-ნაკლებად მოვლებადია…. საკვერცხი ბიოლოგიურ ასაკზე (რომელზეც რეალური ასაკი და АМН ყველაზე კარგად მეტყველებს) კიდევ მაქვს დამატებითი კითხვები და ტესტებბის ჩატარების სურვილი (დედის მენოპაუზის ასაკი, რაიმე ოპერაცია საკვერცხეზე, მიმდინარე სქ ცხოვრების ხანგრძლივობა და სიხშირე, ექოსკოპიურად საკვერცხეების ანტრალური მარაგის შეფასება -ე.. წ.. AFC. ) შესაძლოა ფიქრობთ, რომ რადგან ორსულობა იყო, მილების ნახვა სულაც არ არის საჭირო. (თან თუ სხვა ფაქტორებსაც გავითვალისწინებთ, უკვე დამხმმარე ტექნოლოგიებს უნდა მივმართოთ – ასაკი,ქორწ. სავარაუდო ხანგრძლივობა, რეზერვული სიმწირე, ქმრის სპერმოგრამა – თუმც თანამედროვე კრიტერიუმებით -1 მლ>15 მლნ-ზე ნორმაა) მილები და საშვილოსნოს ღრუს კარგი შეფასება მაინც საჭიროა და მნიშვნელოვანი.. მართალია ასეთ ფორმატში ძნელია ყოველგვარი ინფორმაციის მიმოცვლა,. და მით უმეტეს ისეთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობა, როგორიცაა ფერტილობის (ნაყოფიერების) პროგნოზი.

      ლალი წარმატებები…. შეგიძლიათ კლინიკაში ჩაეწეროთ წინასწარ. თუ შეიძლება იქონიეთ ყველა შესაძლო ხელთ არსებული რეზულტატი.
      ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა.
      დიღომი.. ნინო ჯავახიშვილის 6 ( ყოფილი ლუბლიანა 2/6) კლინიკაში ჩაწერა (032) 2- 22- 00- 65

       
  7. გამარჯობათ ქალბატონო მაკა,
    ვაპირებ თქვენთან მოსვლას კონსულტაციაზე.
    ვარ 35 წლის .ორი წელია რაც გავთხოვდი.მქონდა 2 შეწყვეტილი ორსულობა,მრავალი კვლევების შედეგად მეც და ჩემს მეუღლეს ისეთი არაფერი არ აღმოგვაჩნდა.ბოლო ვიზიტის დროს ერთერთმა გინეკოლოგმა მითხრა რომ ფოლეკულები ისეთი ჭარბი რაოდენობით არ გაქვსო.თუმცა პოლეკულა მიმწიფდება და მისკდება .გავიკეთე ასევე ანტი მიულერი და დღეს მივიღე პასუხი 0,18.ვიცი რომ ძალიან დაბალია ,მაგრამ მაინტერესებს საერთოდ რამეს ააქვს აზრი?სამწუხაროსდ მხოლოდ ორი თვის წინ გავიგე ჩემი ფოლეკულების შესახებ მანამდე ყველა მეუბნებოდა რომ წესრიგში მქონდა ყველაფერი.უამრავი ეხოსკოპიისა მათ შორის ვაგინალურის.

     
  8. გამარჯობა იაკო. აზრი რაღაცას ყოველთვის აქვს – შანსი ყველანაირი ბოლომდე უნდა გამოიყენო ადამიანმა.
    35 წელი არის რეპროდუქციულად სერიოზული ეტაპი – საკვერცხის მარაგის ინტენსიური დაქვეითების დაწყების პერიოდი (30 წ -დან უკვე დაქვეითება იწყება) – ამას ანტიმიულერიც გამცნობთ და ექიმის მიერ სწორად მიგნებული ანტრალური მარაგის სიმწირე ექოსკოპიურად (AFC). საინტერესოა, რა ვადაზე შეწყდა ორსულობები, რა ღონისძიებები იყო და ჩარევები შემდეგ. თავს იცავთ თუ ორსულობა არ შედგა 6 თვეზე მეტი პერიოდი, როგორია FSH ?
    მიუხედავად იმისა, რომ სწორად ხართ გამოკვლეული, გარკვეული კითხვები მაინც მაქვს. ფარხმალი არასდროს დაყაროთ. თუ შევხვდებით, თან იქონიეთ ყველა ჩატარებული კვლევის რეზულტატი. წარმატებები

     
  9. გამარჯობა, ვარ 38 წლის მყავს 14 წლის შვილი მინდა, კიდევ გავაჩინო ახლა, ანტიმიულერი მქონდა 0.18 ახლა მკურნალობის შედეგი იყო 0.23, TPO მქონდა 50,0 პროლაქტინი 27,7 FSH-22,0, ეხლა ყველაფერი ნორმაში მაქვს გაკეთებული მაქვს მილების გამტარიანობა ყველაფერი კარგად იყო მანდაც, მეუღლის სპერმაც ნორმაშია ახლა, ფოლიკული არ სკდებოდა და ასეთ შემთხვევაში თუ შეიძლება ბუნებრივად დაფეხმიმება???

     
    • გამარჯობა. თქვენ სწორად ხართ შეფასებული და გამოკვლეული. თუმც უნდა იცოდეთ, რომ AMH, FSH არის სიტუაციის მარკერები და მათი ე.წ. მოწესრიგება (ანუ ნორმაში მოყვანა) სიტუაციას არ შველის – ისინი მხოლოდ ერთეულ სხვაობას აჩვენებენ. სამწუხაროდ, საკვერცხის საათი უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე ჩვენ ეს გვინდა. გარკვეული შანსი (1-3,5%) ბუნებრივი გზით (ოვულაციაზე გარკვეული ზეგავლენით) არსებობს, მაგრამ…. მეტიც – ასეთი AMH მაჩვენებელზე შესაძლოა IVF ეფექტიც არ იყოს მაღალი. ძალიან რომ არ გავაცრუო იმედები, მოსინჯვა ყოველთვის შესაძლებელია. წარმატებები

       

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>