madona-jugeli-geoდაბადების თარიღი: 10.02.1965

სპეციალობა:
ექიმი-გინეკოლოგი

აკადემიური ხარისხი:
მედიცინის აკადემიური დოქტორი
საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი

სამუშაო ადგილი:
შპს კარაპს მედლაინი

საკონტაქტო ინფორმაცია:
შპს კარაპს მედლაინი
თბილისი, საქართველო
ლუბლიანას ქ. № 48
მობ.: +995 599 10 73 14
ტელ: +995 322 51 60 60
ელ. ფოსტა: dr_djugeli@yahoo.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

49 thoughts on “მადონა ჯუღელი MD.

    • გამარჯობათ
      მარტივი კოლპოაკოპია 90₾
      კომპიუტერული გამოსახულებითი სპექტრული კოლპოსკოპია Dysis მეთოდით ავტომატურ რეჟიმში ობიქტრური შეფასებით 140₾

       
  1. გამარჯობა მადონა ექიმო! პირველად მენსტრუალური ციკლი დამეწყო 13 წლის ასაკში, ახლა 21 წლის ვარ. არასდროს აქამდე ტკივილს არ შევუწუხებივარ და ბოლო 1-2 წელია მსუბუქი ტკივილები დამეწყო, ბოლო 3 თვეა კი მენსტრუაციის პირველ და მეორე დღეს აუტანელი ტკივილები მაქვს, რასაც თან ახლავს პირღებინება და ფაღარათი. ასევე რაოდენობაც თითქმის ორი-სამმაგად გაზრდილია დენის. ეს ნორმალურია? და მაინტერესებს სექსუალური ცხოვრების დაწყებამ ან გადატანილმა სტრესმა შეიძლება მსგავსი ცვლილებები გამოიწვიოს ორგანიზმში?

     
    • ეს ხშირად დაკავშირებულია მცირე მენჯის ანთებით დაავადებასთან და მიზეზშედეგობრივი კავშრით შესაძლებელია ინფექცია სქესობრივი ცხოვრების დაწყებასთან იყოს ასოცირებული ან ჰოემონმეტაბოლურ დარღვევებთან. მაგ: როგორც ენდომეტრიოზია , ან ორივე ერთად .

      ამას სჭირდება გამოკვლევა და დიაგნოზის ზუსტი დასმა.

       
  2. გამარჯობა, ქალბატონო მადონა. გარეთა სასქესო ორგანოზე აქერცვლა გამოშრობა და შეწითლება მაქვს ქავილთან ერთად, თან ახლა უფრო გავრცელდა შეწითლება უფრო დიდ ფართობზე. რა შეიძლება იყოს?? გინეკოლოგმა რომ ნახა ცოტა გაუკვირდა, წამლები გამომიწერა მაგრამ უშედეგოდ(( მკურნალობის დამთავრების მერე ისევ დამეწყო იგივე სიმპტომები.

     
    • გამარჯობათ
      ვნახოთ კოლპოსკოპიით და საჭირიებისამებრ ჩატარდება უფრო ღრმა გამოკვლევა.

       
  3. Gamarjobat qalbatono Madona. ginekologiuri gasinjvisas ginekologma damidgina wyluli da aseve damatebit gavakete sashos nacxis baqterioskopuli analizi da kolposkopia. Nacxis analizshi agmomachnda leikocitebi 20-50 baqteriebi sashualo raodenobit da soko didi raodenobit. Solo kolposkopiuri daskvna asetia nawiburovani cvlileba ar aris. Cilindrruli epiteliumi ekzocerviqze ( ectopia) (ე) aginishneba epiteliumis stiki vizualizirdeba. Transpormaciis zoma 2სმ. Gia jirkvlovani sadinarebi (ღჯს) vlindeba transformaciis zonashi . Sisxldzargovani surati: aris gamovlenili antebiti procesi (mwvane piltri) ar vizualirdeba. Klinikuri surati : sashvilosnos yells eqtopia, endometriozi. Gtxovt rom mipasuxot ras nishnavs Es diagnozi da ra saxis mkurnaloba mchirdeba . eqimma radiotalguri moyinva mitxra da ramdenad mchirdeba.

     
    • პირველ რიგში : პასუხი არაა სტანდარტიზირებული ანუ ექტოპია თუ არის ტრანსფორმაციის ზონა 2 ტიპი არ არის …. პასუხი გამართული უნდა იყოს !
      ამით თუ ვიმსჯელეთ არანაირი” მოწვა” არ არის საჭირო… თუმცა სჯობს ჯერ დიაგნოზი დაიჭიროთ ხელში და მერე კი ჩარევა გადაწყვტონ , ისიც ექსპერტთა ჯგუფზე დაყრდნობით

       
  4. გამარჯობა, ვარ 32 წლის, მომატებული გამონადენისა და დისკომფორტის გამო მივედი გინეკოლოგთან, გავიკეთე ნაცხის ანალიზი, ეხოსკოპია და პაპ ტესტი. ეხოსკოპიაზე მითხრეს, რომ ყველაფერი მაქვს წესრიგში. ნაცხის პასუხში – ლეიკოციტები მაქვს მომატებული, ჩხირები დიდი რაოდენობით, კოკები საშუალო რაოდენობით, სპორა მცირე რაოდენობით. პაპ ტესტში მიწერია, ასკუს განუსაზღვრელი მნიშვნელობის ატიპია, რეაქტიული ცვლილებები ასოცირებული ანთებასთან. მაინტერესებს, რას მირჩევთ, ჯერ ჩემს სიმპტომებსა და ანთებაზე ვიმკურნალო და მერე გავიკეთო ხელახლა პაპ ტესტი, თუ ახლავე აუცილებელია ბიოფსიისა და კოლპოსკოპიის გაკეთება? შესაძლებელია რომ მკურნალობის შემდგომ აღარ იყოს ასკუს პასუხი?

     
    • სჯობს ჩაიტაროთ 7 დღ მკურნალობა და მერე მოხვიდეთ კოლპოსკოოიაზე, ბიოფსიის აღება ან არ აღებას გადავწყვიტავ პრობლემის ნახვის შენდეგ .
      მკურნალობა კი შეგიძლიათ ჯერ ადგილობრივი ანტიბაქტერიული ვაგ. სანთლებით 7-10 დღ

       
  5. გამარჯობა ! გავიკეთე პაპ ტესტი და აჩვენა ნეიტრიფულური ლეიკოციცების და ლაქტობაცილების ჭარბი რაოდენობა , მაინტერესებს რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას და რა მკურნალობის ჩატარება იქნება საჭირო და არის თუ არა საშიში . მადლობა წინასწარ .

     
    • ეს პასუხი მეტყველებს რომ გაქვთ საშოს დისბიოზი.
      დასადგენია მიზეზშედეგობრივი კავშირები.

       
  6. გამარჯობა ქ-ნო მადონა
    გავიკეთე ნაცხის ანალიზი, სადაც აღმოჩნდა ლეიკოციტები დიდი რაოდენობით, ბაქტერიები დიდი რაოდენობით და სოკო.
    14 დღე ვიმკურნალე გინოტრანსის სანთლებით და მირამისტინის ხსნარით.
    მკურნალობის დასრულების შემდეგ ციკლი მომივიდა დამიმთავრდა და გავიკეთე ისევ ნაცხის ანალიზი, შედეგად მხოლოდ ლეიკოციტებმა დაიცა ცოტა, ხოლო ბაქტერიები და სოკო ისევ აჩვენა. შესაძლებელია ასეთი რამ? პარალელურად ვგეგმავ ორსულობას, მკურნალობის დროსაც სქესობრივი ურთიერთობა მქონდა ამის ბრალი ხომ არ არის მკურნალობის 0 შედეგი?
    დიდი მადლობა წინასწარ
    მადონა

     
  7. მოგესალმებით ქალბატონო მანანა, გთხოვთ მიპასუხოთ. ჩამიტარდა პაპ ტესტი, პასუხი უარყოფითია . დიაგნოზი: NILM, კანდიდა. ასევე პარაბაზალური ტიპის უჯრედები საკმაო რაოდენობით (ჭეშმარიტი ეროზია? ) ეროზიის გამოსარიცხად ჩამიტარდა კოლპოსკოპიური გამოკვლევა. დიაგნოზი: ადექვატური კოლკოსკოპია-ტრანსფირმაციის ზონა (TZ) I ტიპის, დაბალი ხარისხის დაზიანება- Gr I (CIN1)? უმწიფარი მეტაპლაზია?ანუ პაპ ტესტში არ გამოვლენილა არანაირი დარღვევა და კოლკოსკოპია აჩენს პაპილომა ვირუსის ეჭვს? რა მეთოდით უნდა გამოვავლინო CIN 1 თუ უმწიფარი მეტაპლაზიაა? ძალიან დავიბენი და ავნერვიულდი, ძალიან გთხოვთ ამიხსნათ და დამაკვალიანოთ. დიდი მადლობა

     
    • გამარჯობათ , პაპრესტის მგძნობელობა მაღალი არაა და კოლპოსკოპია ჩატარდა რომ ზუსტად იყოს დიაგნოზი გამოტანილი და შემდგომი მართვაც. აქაც სიტყვა ან CIN 1 ან მეტაპლაზია – ეს არ უნდა იყოს , მაგრამ თუ ექიმს ეჭვივი აქვს და ვერ სვავს დიაგნოზს უნდა იყოს აღებული დამიზნებითი ბიოფსია და ამის შემდეგ გაირკვევა ზუსტი დიაგნოზი. HPV გენოტიპირება დამატებით კიდევ ერთი ინფორმაციისთვის რა და როგორ იმართოს თუნდაც CIN .
      სანერვიულო კი არაფერია, უბრალოდ დროულად და სწორედ უნდა ჩატარდეს ზემოდ აღნიშნული მართვა

       

Leave a Reply to Nini Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>