Kakha Gurgenidzeდაბადების თარიღი:  28/05/1967

სპეციალობა:
ყბა-სახის ქირურგი – სერთიფიკატი  № 003605
ქირურგი სტომატოლოგი – სერთიფიკატი  № 20175
ქირურგი იმპლანტოლოგი
ქირურგი პაროდონტოლოგი

მისამართი:

სტომატოლოგიური კლინიკა “VP Dental”
ქ. თბილისი, საქართველო.
კანდელაკის ქ. N 5
ტელ.: (+995 32) 238 60 81;
მობ.: (+995 577) 45 65 87;
ელ. ფოსტა: kakhagurgenidze@gmail.com

პირადი ბლოგი: http://implantacia.wordpress.com/

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

17 thoughts on “კახა გურგენიძე

  1. მოგესალმებით ბატონო კახა. მესამე დღეა ამოვიღე სიბრძნის კბილი, მაქვს შეშუპებული და ნანემსარიც დაჩირქებულია. ექიმა დამიშნა მხოლოდ სოდიანი სავლები, მითხრა რომ თავისით გაივლისო, მაგრამ ტკივილები მაქვს. მაინტერესებს, თუ გაივლის თავისით და ან რა სახის მკურნალობა უნდა ჩავიტარო

     
    • თუ კი ექიმმა ობიექტური მონაცემების საფუძველზე მოგცათ ეს რჩევა მაშინ ე.ი.საგანგაშო არაფერია. ხოლო თუ კი მას არ უნახიხართ მაშინ ჯობს აჩვენოთ რომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს. რათა მოხდეს რომელიმე გართულების პრევენცია

       
  2. მოგესალმებით. ასეთი საკითხი ასე დისტანციურად არ წყდება, თუ კი ჩირქოვანი პროცესი მიმდინარეობს ე.ი. აუცილებელია მიმართოთ ყბა სახის ქირურგიის განყოფილებას, რათა მოხდეს ვიზუალიზაცია და კლინიკური სიტუაციის რეალურად შეფასება. მე გირჩევდით მიმართოთ მე 9 საავადმყოფოს ყბა სახის ქირურგიის განყოფილებას.

     
  3. მოგესალმებით, ბ–ნ კახა, ჩემს გოგონას რომელიც იყო 14 წლის ბრეკეტები გაუკეთე, წელიწადნახევარში მოიხნა და გასწორებულიც ქონდა კბილები, თუმცა როდესაც პანორამული გადაუღე მითხრეს რომ ქვედა სიბრძნის კბილები არასწორედ მოდიოდა და არევდა ისევ თანკბილვას, ესეც მოხდა უკვე 18 წლის ხდება და წინა ორი კბილი აცდა ისევ ერთმანეთს, რამდენად რთულია სიბრძნის კბილების ამოღება (ქვედა) როდესაც ის ჩანასახშია ???

     
  4. გამარჯობა,აკეთებთ თუ არა კბილების ამოღებას ნარკოზით?ძალიან მშიშარა დედამთილი მყავს )

     
    • შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა დენტო კლუბს მისამართზე ყაზბეგის 14ა ტელეფონი 214 18 14.
      ზოგადი გაურკივარებაც ანუ ნარკოზიც გამოიყენება და მალხენი აირიც

       
  5. ბატონო კახა ვარ ალერგიული ყველა ადგილობრივ გამაყუჩებელზე, გავიკეთე შესაბამისი გამოკვლევა. მაქვს კბილები ამოსაღები, მაინტერესებს რა ხერხს მივმართო ანუ ნარკოზით შესაძლებელია თუ არა მოწესრიგება ამ ყველაფრის, კბილის ამოღება დაპლომბვა.

     
    • შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა დენტო კლუბს მისამართზე ყაზბეგის 14ა ტელეფონი 214 18 14.
      ზოგადი გაურკივარებაც ანუ ნარკოზიც გამოიყენება და მალხენი აირიც

       
  6. გამარჯობა, მაინტერესებს კბილებს შორის დაშორება მინიმუმ რამდენი უნდა იყოს რომ იმპლანტი გაკეთდეს? ზედა ყბაზე კბილი არ მაქვს ბავშობიდან(ეშვსა და წინა კბილს შორის) , მინდა იმპლანტის გაკეთება, მადლობა

     
    • გამარჯობათ
      7 მმ სასურველია.
      იმპლანტასა და კბილს შორის უნდა იყოს მინიმუმ 1.5 მმ
      პატივისცემით კახა გურგენიძე.

       
  7. მოგესალმებით ბატონო კახა. განლეულ ღრძილებზე შეიძლება თუ არა ინპლანტის გაკეტება?მინიმუმ რამდენი ინპლანტი უნდა გაკეთდეს თითო უკბილი ყბაზე? მგმადლობთ .

     
    • მოგესალმებით. განლეულ ანუ ატროფირებულ ყბებზე იმპლანტაციის შესაძლებლობა უნდა განხილულ იქნას კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით.
      უკბილო ყბაზე კეთდება 10 იმპლანტატი ზედა და 8 ქვედაზე, ან 8 ზედაზე და 6 ქვედაზე, ან 4 ზედაზე და 4 ქვედაზე, ან 4 ზედაზე და 2 ქვედაზე. ისევ და ისევ მოცემულ კლინიკურ სიტუაციას და შემდგომ პროთეზირებაზეა დამოკიდებული ყველაფერი.

       
  8. გამარჯობა ბატონო კახა,
    ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.
    მაქვს თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემა და მაგის გამო მიცვდება კბილები და უკვე განახევრებული მაქვს, კაპიც მედგა 2 თვე, რომ ყბა გამოეწია და ახლა მეუბნებიან, რომ მესაჭიროება ყველა კბილის დაშენება (ცოცხალ კბილებზე ვინირები, ხოლო დანარჩენებზე მეტალოკერამიკა), ამასთან ერთი ეშვი მაქვს სარძევე და ეგეც ამოსაღები იქნება და იმპლანტი გასაკეთებელი სავარაუდოდ- მთლიანობაში ძაააალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული ( 10 000 ლარი დაახლეობით). ძალიან გთხოვთ მირჩიეთ რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს?

     
    • მოგესალმებით. სამწუხაროდ შეკითხვა მთლად ჩემს პროფილს არ ეხება, მაგრამ მაინც ვეცდები გიპასუხოთ. თუ თანკბილვის პრობლემა გაქვთ შესაბამისი პროფილის ექიმმა (ორთოდონტმა) უნდა ჩაგიტაროთ კონსულტაცია და შემოგთავაზოთ მკურნალობის გეგმა. რაც შეეხება პირდაპირ ორთოპედიული წესით მკურნალობას, სანამ თანკბილვა არ მოწესრიგდება შესაძლებელია რომ ყველა გაკეთებული საპროთეზო კონსტრუქცია დააზიანოთ. არ არის გამორიცხული რომ საჭირო იყოს გნათოლოგიური ქირურგის დახმარება.

       
  9. გამარჯობა.თუ შეიძლება მიპასუხეთ ღრძილების მოწვა გამოიყენება ღრძილების სამკურნალოდ? მე ქრონიკულად მაწუზებს ღრძილები და წელიწადში ერთხელ ვმკურნალობ. რამდენიმე დღის წინ კბილები გავიწმინდე და სტომატოლოგმა მითხრა წინა კბილების ღრძილები მოსაწვავი გაქვსო. ეს რომ გაიკეთო შეიძლება მკურნალობა აღარც დაგჭირდესო. გთხოვთ მითხარით მართლა ასეა თუ არა?

     
    • ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვერ მივხვდი რას ნიშნავს ღრძილების მოწვა. თუ შეიძლება დააკონკრეტებინეთ თქვენს ექიმს რა პროცედურაზეა საუბარი!

       

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>