Gia Jalalishviliსპეციალობა: მტევნისა და ტერფის ქირურგი – ორთოპედ – ტრავმატოლოგი.

სამეცნიერო წოდება/ანამდებობა:
მტევნისა და ტერფის ქირურგიის სექტორის ხელმძღვანელი.

სამუშაო ადგილი:
“ტატიშვილის” კლინიკა, კლინიკა “მედიქლაბ ჯორჯია”, კლინიკა “იუნონა”, “ავერსის” კლინიკა, “PSP–ს ნიუ ჰოსპიტალი”, “მედულა”, თბილისი ონკოლოგიური დისპანსერი, დიაგნოსტიკური სერვისი “ევრომედი”, “ჯეოჰოსპიტალს – მარტინ დ. აბელოფის” ლაბორატორია.

მისამართი:
თბილისი, საქართველო
ჭავჭავაძის გამზ. 60
ტელ.: 225 20 38, 218 23 00;
მობ.: 599 15 08 09;
ელ-ფოსტა: giajal@dr.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

149 thoughts on “ჯალალიშვილი გია

  1. gamarjobat batono gia.ramdenime welia fexis did titze maqvs podagra.yoveltvis ara magram,maqvs tkivilebi.ver vicvav verc magal fexsacmels da verc odnav mocherils,am dros dzalian mawuxebs.tua shesadzlebeli podagris mkurnaloba da agmofxvra an medikamentebit an operaciit.konsultaciaze sad sheidzleba movide tqventan?

     
    • გამარჯობათ, ამ პრობლემის აღმოფხვრა დღევანდელი მედიცინისთვის არ არის რთული. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს – გააჩნია დაავადების ხარისხს. საჭიროა ტერფის გასინჯვა. თუ სურვილი გაქვთ ჩაეწერეთ – 2.18.23.00; 2.91.32.42. და 2.25.90.70. დარეკეთ და უთხარით, რომ ჩემთან გსურთ ჩაწერა, გეტყვიან სად და როდის მობრძანდეთ

       
    • მოგესალმებით. მაინტერესებს მასტენოზირებელი ლიგამენტიტის(მოტკაცუნე თითი) განკურნება არის თუ არა შესაძლებელი ოპერაციის გარეშე და თუ არა, მაშინ არის თუ არა მოსალოდნელი იოგის კვეთის შემდგომ მყესის ამოვარდნა კანქვეშ?

       
  2. გამარჯობა
    20 ნოემბერს ჩემი შვილი ნიკიტა სასწრაფოთი გადმოვიყვანეთ საავანდყოფოში. ხელი იტკინა ვარჯიშის დროს. გაუკეთეს რენტგენი და შეუხვიეს ელასტიური ბინტით. ექიმმა სახლში გაგვიშვა დიაგნოზით “რბილი ქსოვილების დაზიანება”, გვირჩია რამე მალამის წასმა რომ გასიება ჩაცხრეს. აფთიაქში გეპარინის მალამო მირჩიეს. ორ კვირაში გასიება ჩაცხრა. მაგრამ მაინც ტკივილები ქონდა. ხელი ელასტიურ ბინტში უმოძრავი იყო. ეჭვი შემეპარა და რო გადავამოწმეთ მოტეხილობა აღმოვაჩინეთ და თაბაშირი დაადეს.
    მოვითხოვე ფორმა 100. დიაგნოზი წერია “მარჯვენა მტევნის მიდამოს დაჯეჯილობა”. მე მაინტერესებს ეს ორი ფორმულირება ერთი და იგივე დიაგნოზ ნიშნავს?

     
    • თქვენ ალბათ გულისხმობთ “მარჯვენა მტევნის მიდამოს დაჟეჟილობას” და “რბილი ქსოვილების დაზიანება”. პრინციპში ეს “დაჟეჟილობა” “დაზიანების” ერთ – ერთი სახეა (დაზიანება შეიძლება იყოს დაჟეჟილობაც, ღრძობაც, გაწყვეტაც და ა.შ.). რაც შეეხება მოტეხილობას, ეს სულ სხვა რამეა და არ ეკუთვნის არც “მტევნის მიდამოს დაჟეჟილობას” და არც “რბილი ქსოვილების დაზიანებას”.

       
  3. Здравствуйте! Я пишу вам из России. У моей дочки был перелом. Врачи поставили диагноз: Консалидированный патологический перелом нижней трети правой малоберцовой кости на фоне солитарной кисты дистального метадиафиза. Сказали что надо делат операцию, и поставить имплантант. Скажите пожалуйста , на сколько это опасно? И после операции сможет ли ребёнок также ходить как до этого ходила? Я сама из Грузии, если я привезу ребёнка к вам, вы сможете обследовать её и сделать всё возможное? Заранее спасибо. Буду вам очень благодарна если Вы мне ответите. С уважением Эльвира.

     
    • Я вам отвечу таким образом – именно опасно оставить ребенка без операции. Потому что этот процес без операции не астановится. Но мая компетенция только стопа и кист. На етом сегменте давно и удачно работает доктор медицинских наук Марина Гудушаури +995 5.99.501.897. Можете звонить от моего имени

       
  4. Batono Gia.Chem shvils rentgenit daudginda 7mm osteoqondroma.Ramdenad sashishia? Aketebt operacias da ra dajdeba. Mainteresebs madlobt da bodishi shewuxebistvis

     
    • გამარჯობათ, სხეულის რა ნაწილზეა ლაპარაკი? თუ მტევანზე და ტერფზეა ხონდრომა – ამ ოპერაციას ვაკეთებთ და წარმატებითაც. რამდენად საშიშია? რა მოგახსენოთ? მარტივად აგიხსნით – ალბათ თქვენ თვითონ ნახავდით ინტერნეტში – “ოსტეოქონდრომა” ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნეა (კეთილთვისებიანი, მაგრამ მაინც სიმსივნე). მტევანისა და ტერფის ძვლებისთვის 7 მმ ძალიან ბევრია და თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდა, მთელი ძვალი აუცილებლად წახდება. თუ გადაწყვიტავთ მკურნალობას, ჩაეწერეთ – 2.75.29.08, ან .2.18.23.00

       
  5. batonogia gamarjobat.mainteresebs muxlis saxsaric tu gexebat.muxlis saxsarSi orjer amomaWres xondroma.ukana jvaredina iogaze damitoves patara warmonaqmni.Zalian tu ar gtkiva iyos patara zomis ariso.operacia gamiketa onkologma.axla vatyof rom cota mewyeba tkivili.ver gavriske masin gaketeba Cems tavze ver avige pasuxismgebloba.muxlis ukana mxares aris jvaredina iogaze. nino dumbazemac gadamiRo exo da ase tqva patara ariso.mesinia rom gaviketo operacia sashishi xom ar aris rom ver gaviaro.didi madloba

     
  6. გამარჯობათ, მუხლის სახსარზე შეგიძლიათ მიმართოთ არა ონკოლოგს, არამედ მუხლის სახსრის სპეციალისტს თუნდაც იქვე მედიქლაბში ვაჟა გაფრინდაშვილს, ან ლევან ნაჭყებიას. პატარაა თუ დიდი და ასევე შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა უნდა გადაწყვიტონ მათ და არა რადიოლოგმა

     
  7. გამარჯობათ ბატონო გია ორი დღის წინ მოგწერეთ მუხლის ხონდრომასთან დაკავშირებით.თქვენ მითხარით ონკოლოგს არ უნდა გაეკეთებინაო.თვითონ ტრამვატოლოგმა გამაგზავნა ონკოლოგთან.ძალიან გთხოვთ მირჩიეთ მუხლის უკან საშიში ხომ არ არის ოპერაციის გაკეთება.თვით ქირურგმაც არ აიღო თავის თავზე და ოპერაციის წინ მკითხა ძალიან თუ არ გტკივა მაგას არ გავჭრიო.მეც შემეშინდა ვაითუ ფეხი ვეღარ მოვხაროთქო და თან მაშინ არც მტკიოდა ძალიან ოდნავ მწიწკნიდა.ეხლა დამეწყო თითქოს ძარღვი იგრიხება .შარშან მუხლის სახსრიდან ამომაჭრეს მრავლობითი და წარმონაქმნი.წელს აპრილში რაც გამორჩათ ის ამომიღეს.ასე გავწვალდი.ყველაფერი კვლევა ჰქონდათ დისკიც ნახა ექიმმა ოპერაციამდე მაგრამ მაინც ასე მოხდა.მე ძალიან მეშინია მუხლის უკანა ნაწილი საშიში რომ არ იყოს .სამსახური მაქვს ისეთი რომ სულ დავდივარ.ძალიან დიდი ბოდიში რომ ასე შეგაწუხეთ და უღრმესი მადლობა წინასწარ.

     
  8. მუხლის სახსარი არ არის ჩემი კომპეტენცია, მე მოგწერეთ იმ ხალხის კოორდინატები, რომლებიც არიან მუხლის სახსრის უდიდესი სპეციალისტები, მათ შორის ონკოლოგიაშიც. ვწუხვარ, მაგრამ მე მხოლოდ ერთ რამეში შემილია დაგეხმაროთ – მოგცეთ მათი კოორდინატები – 0322251991 ჩაეწერეთ ვაჟასთან ან ლევანისთან

     
  9. gamarjobat.batono gia chems meugles muxli awuxebs sitxe udgeba vmkurnalobt.gvitxres reaqtiuli artriti MRI gadaviget da gvitxres Shesadzloa ketiltvisebiani canazardi ikos xrtilzeo unda gaiChras da gasuftavdeso.tykven aketebt amas? rbili qsovilebiao dazianebuli da xrtili dzvals araqvs probleba mxolod xrtils

     
    • გამარჯობათ, მე არ ვმუშაობ მუხლის სახსარზე, ამ თემაზე დაუკავშირდით ვაჟა გაფრინდაშვილს, ან ლევან ნაჭყებიას “მედიქლაბში” – 2.25.19.91

       
  10. gamardjobat var 52clis mardjvena xelis meotxe anu aratiti agar ishleba gtxovt mipasuxot ra sheidzleba gaketdes dges damrmarta gori tkventan migeba chacerit ariis

     
    • გამარჯობათ. ამ დაავადებას ქვია “მასტენოზირებელი ლიგამენტიტი” (ანუ მოტკაცუნე თითი). მისი მორჩენა ძალიან ადვილია და ძალიან წარმატებული. ჯობია ჩაეწეროთ, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი – 2.18.23.00; 2.91.32.42, ან 2.75.29.08

       
  11. მოგესალმებით ბ-ნო გია. არ ვიცი თქვენი სფეროა თუ არა, რაც მე მაინტერესებს, თუმცა ძალიან შეწუხებული ვარ ჩემი პობლემით და ამიტომ გადავწყვიტე მომეწერა.
    ორივე ტერფზე ცერა თითები მაქვს სხვა თითებთან შედარებით საკმაოდ გრძელი (2 სმ-ით). გარდა იმისა, რომ ეს ვიზუალურად არაა ლამაზი შესახედი, საკმაოდ დიდ დისკომფორტს მიქმნის ფეხსაცმლის შერჩევისას და ტარებიასას. ეს თითები ფეხსაცმელში სულ ზეწოლას განიცდის და ყოველთვის მტკივა. გარდა ამისა, ასეთი ზეწოლა სახსარსაც მიზიანებს და მარჯვენა ფეხზე ჰალუს ვალგუსიც მაქვს. ეს დამატებითი ტკივილია კიდევ, არადა მიწევს ფეხით სიარული და საკმაოდ დიდ დისკომფორტს განვიცდი. ჰალუს ვალგუსს რომ ოპერაციით მკურნალობთ ეს ვიცი, თუმცა ინტერნეტში წავიკითხე, რომ თითების დამოკლების ოპერაციებიც კეთდება. რამდენად შესაძლებელია ასეთი ოპეაციის გაკეთება, და საქართველოში თუ აკეთებს ვინმე? ან თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
    დიდი მადლობა.

     
    • გამარჯობათ, რა თქმა უნდა ეს ოპერაცია კეთდება ჩვენთან და საკმაოდ წარმატებითაც. ეს ოპერაცია შედეგიანია, ოღონდ, როგორც ყველა შემთხვევას, აქვს მინუსებიცა და პლიუსებიც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე – წონაზე, ასაკზე, დატვირთვაზე და ა.შ. თუ თქვენ ამ პრობლემის გადაწყვეტით ხართ დაინტერესებული, ჩაეწერეთ ჩემთან – 2.18.23.00; 2.75.29.08, ან 2.91.32.42 – გეტყვიან სად და როდის მობრძანდეთ

       
    • გამარჯობათ. გთხოვთ დააზუსტოთ, რას გულისხმობთ ნაწილობრივ აღდგენაში.

       
  12. გამარჯობათ ბატონო გია 9წლის ბიჭს აქვს ბრტყეელი ვალგოსური ტერფი და მაონტერესებს მკურნალობის რა მეთოდი არსებობს გარდა სუპინატორისა და ფეხბურთზე სიარული რომ გააგრძელოს ხომ არ გაუარესდება მდგომარეობა

     
    • გამარჯობათ, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სუპინატორი ეს არ არის მკურნალობის მეთოდი, უფრო ზუსტად – ბავშვმა ათი წლის განმავლობაში სუპინატორი (ან პრონატორი) ატაროს და ათი წლის შემდეგ აღმოაჩინოს, რომ აღარ აქვს ბრტყელი (ან ვალგუსური) ტერფი, ეს ასე არ არის. სუპინატორი (ოღონდ სწორად დამზადებული) მექანიკურად იჭერს ტერფს სწორ მდგომარეობაში და არ აძლევს მას დეფორმაციის საშუალებას. მეორე – ბრტყელი ტერფის განკურნების ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალია მხოლოდ ოპერაციული მკურნალობა (აქვე დავაზუსტებ ჩემს პასუხს – ბავშვმა რაიმე მალამო შეიზილოს, ან ნემსები უკეთოთ, ან ტაბლეტები დაალევინოთ და ბრტყელტერფიანობა “მოარჩინოს” ვინმემ – ეს ასე არ არის). და ბოლოს – ფეხბურთზე სიარული – კარგად მორგებული და ხარისხიანი სუპინატორით ფიზიკური დატვირთვა რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფეხბურთელთა უმეტესობას ზედმეტი დატვირთვის გამო ისედაც ტერფის პრობლემები აქვთ ხოლმე (დავაზუსტებ ჩემს პასუხს – იაროს ფეხბურთზე, მაგრამ ფეხბურთელის პროფესიას ნუ აირჩევს). თუ სურვილი გაქვთ დაწვრილებით გაგაცნოთ ეს საკითხები – ჩაეწერეთ – 2.18.23.00, ან 2.91.32.42

       
  13. გამარჯობათ ბატონო გია, ჩემს 2 წლის 7 თვის ბიჭს ცერა თითზე შევატყვეთ რომ ბოლომდე ვერ შლიდა, გადავიღეთ ციფრული რენტგენი და ჩაგვიწერეს: გვერდით პროექციაზე მარცხენა მტევნის 1 თითის დისტალური ფალანგის უკანა კონტური პროქსიმალურ ნაწილში არამკაფიოა, კორტიკალური შრე არ ისახება-metafizis Salter harris 2 დაზიანება. გვითხრეს ოპერაცია და გვაინტერრსებს ოპერაციის თავიდან აცილება თუა შესაძლებელი და სხვა ჩარევებით ამ პრობლემის მოგვარება?

     
    • ამ პრობლემის დიაგნოსტირება რენტგენით არ ხდება, ალბათ თქვენ მოხვდით რენტგენოლოგთან, რომლისთვისაც უცხოა მტევნის ქირურგია, კერძოდ “ნოტის დაავადება”, ანუ მასტენოზირებელი ლიგამენტიტი, ანუ მასტენოზირებელი ტენდოვაგინიტი, ანუ “კაუჭისებური თითი”. სავარაუდოდ ეს დაავადება აქვს თქვენს შვილს. დამეთანხმებით მიწერ – მოწერით დიაგნოზის დაზუსტება შორს წაგვიყვანს და შეგვაცდენს როგორც დიაგნოსტირებაში, ასევე მკურნალობაში. თუ სურვილი გაქვთ დაწვრილებით გაგაცნოთ ეს საკითხები – ჩაეწერეთ – 2.18.23.00, ან 2.91.32.42

       
  14. ბატონო გია ჩემს გოგონაზე რომელიც 7 წლისაა მასაჟისტმა მითხრა რომ აქვს ტანდეგობის დარღვევა და მირჩია გამომეყვანა ცეკვიდან და რამდენად სწორია? და კიდევ შემიძლია თუარა ასეთ შემთხვევაში ჩავეწერო თქვენთან ვიზიტზე? და უნდა გადავუღო თუარა რენდენი ხერხემალზე? დიდი მადლობა წინასწარ.

     
  15. გამარჯობათ. ფეხის თითების ძვლებზე მაქვს წვეტიანი წანაზარდები, უბრალო ენით მარილების დაგროვება, რაც
    ციფრული რენტგენში გამოჩნდა. სიარულის დროს მეწყება რაღაც სხვანაირი, აუტანელი ტკივილი, ისეთი რომ გული მიხდება ცუდად. ხელით მოსინჯვის მერე ჩემთვის ძნელია ზუსტად მივაგნო ადგილს სადაც მტკივა. პოლიკლინიკის ქირურგმა რამოდენიმეჯერ გამიკეთა ნემსი სახსარში, მაგრამ დიდი შეღავათი ვერ ვიგრძენი. თუ შეგიძლიათ ჩემი განკურნება? იმედი მაქვს რომ თქვენ ამას შეძლებთ

     

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>