Irma-Mamatsashviliდაბადების თარიღი: 12.06.1962

სპეციალობა: თერაპევტი, გასტროენტეროლოგი

სამუშაო ადგილი/თანამდებობა: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – ექიმი თერაპევტი, გასტროენტეროლოგი

სამეცნიერო წოდება: მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

პროფესიული ასოციაციის წევრობა:
საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის წევრი

სამეცნიერო შრომები:
გამოქვეყნებული აქვს 29 სამეცნიერო შრომა

საკონტაქტო ინფორმაცია:
თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
თბილისი, საქართველო. გუდამაყრის ქ. 4
ტელ.: +995 32 261 01 01; + 995 599 93 31 32
მობ.: +995 551 18 00 62
ელ. ფოსტა: irmamatsa@yahoo.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

11 thoughts on “ირმა მამაცაშვილი MD. PhD.

  1. გამარჯობათ! პირველრიგში გილოცავთ ნიკოლოზობას და დამდეგ შობა ახლწელს!
    მოკლედ ვარ 36 წლის,უკვე რამოდენიმე ხანია კუჭის თავზე მაქ ტკივილი და ამ ბოლო დროს დამეწყო სისტემატიურად ,პერიოდულად მაქვს გულის რევები თან გულის რევაც მიჭირს არანაირი სისხლის და მუქი ფერის არ ამომდის მჟავიანობაც თითქმის ყველა საჭმელზე მემართება,საჭმელს რო შევჭამ თითქოს მიყუჩდება ტკივილი და რა გავაკეტო?

     
    • გამარჯობა ლევან, თქვენი ჩივილების მიხედვით სავარაუდოდ უნდა გქონდეთ გასტრიტი მაღალი მჟავიანობით. პირველ რიგში აუცილებელია დიეტური კვება: ნაკლებცხიმიანი, ნაკლებ მარილინი, მოხარშული, უპირატესად მჭლე ხორცი, წყალზე მოხარშული ფაფები, ბრინჯი, მაკარონი, ბოსტნეულის სუპი გარდა ბორშისა. რაც შეეხება წამლებს: ქვამატელი 40მგ 1-ჯერ დღეში დილით უზმოდ, მოტილიუმი 1 აბი 3-ჯერ დღეში ჭამამდე. თუ 1 კვირის შემდეგ უკეთესობა არ გექნებათ, სასურველი იქნება გასტროსკოპიის ჩატარება და ანალიზი ჰელიკობაქტერზე, რაც კეთდება ავერსის კლინიკაში

       
  2. მოგესალმებით,
    ბოლო წელიწად ნახევარი მაწუხებს ბოყინი.ეს არ არის კვებასთან დაკავრირებული, რადგან მთელი ღამის განმავლობაშიც კი გრძელდება. პერიოდულად ჩაწყნარდება ხოლმე. 1 წუთში 7-8ჯერ მაბოყინებს რაც გულის შემაწუხებელია. თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დამეწყო მუცლის შებერულობა სპაზმებით და საშინელი მიცლის თკივილებით. ამას დაერთო უკვე კუჭის ტკივილიც.გთხოვთ რეკომენდაციას.ან რა პრეპარატები შემიძლია მივიღო.

     
    • გამარჯობა ლიზი
      ბოყინს ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, წყლული, რეფლუქსი, კუჭის დაწევა. ასევე გაზიანი სასმელები, სწრაფი კვება, საღეჭი რეზინი, შფოთვა. ასევე ზოგიერთი პროდუქტების მოუნელებლობა, ტკივიდამაყუჩებელი პრეპარატების ხშირი მიღება. რადგან გაწუხებთ მუცლის შებერვა და ტკივილი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ კუჭ-ნაწლავი. უმჯობესია გასტროსკოპიის ჩატარება.

       
  3. Добрый день,
    Уважаемый доктор вопрос такой проводится ли вашей клиники капсульная эндоскопия? и если можно мне ответить в личку.
    Заранее Спасибо.

     
  4. В нашей клинике не проводится, но можете сделать в клинике Хелсикор – Тбилиси, ул. Тевдоре Мгвдели 13. Тел -2 43 33 43; 557 09 99 11; 577 04 48 63

     
  5. მოგესალმებით.ვარ 62 წლის ქალბატონი,გავიკეთე მუცლის ღღუს ულტრაბგერითი კვლევა . ღვიძლის ირიბი ზომა 165 მმ.(<150) , მარცხენა წილი 91მმ( <100 ). კიდეები მომრგვალებული.კონტური არამკაფიო, სტრუქტურა ჰომოგენური ,მკვრივი. ექოგენობა მომატებული,არათანაბარი. ღვიძლშიდა ვენები:სისხლძარღვოვანი სურათი შესუსტებული.ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაციის ნიშნები. კარის ვენის დიამეტრი: 8,6 მმ.ღვიძლშიდა სანაღვლე სადინარები N. ქოლედოქუსი: 4,7 მმ . ნაღვლის ბუშტი: ქოლეცისტექტომიის შემდგომი პერიოდი. პანკრეასი : თავი 35მმ სხეული 15 მმ კუდი 20მმ .ვირსუნგის სადინარი დილატაციის გარეშეელენთა ზომები: 111X 44მმ.სტრუქტურა ჰომოგენირი.აორტა 22მმ . ქვემო ღრუ ვენა : 13მმ მუცლის ღრუში თავისუფალი სითხე არ ვლინდება. ღვიძლის ფუნქციაში მომატებული გვაქ მხოლოდ ტუტე ფოსფატაზა, ლიპიდურ სპექტრში მაღალი ქოლესტერინი,ტრიგლიცერიდები,დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები. ძალიან გთხოვთ დამაკვალიანოთ ღვიძლის ზომებში მომატება რამდენად საშიშია, ჰეპატიტებზე პასუხები მაქ უარყოფითიღვიძლის ფუნქციური სინჯები გაკეთებული მაქ:ალტ – შედეგი – 32 ნორმა <31ასტ -შედეგი -25 ნორმა< 31ბილირუბინი საერთო –შედეგი 7.39 ნორმა <21.00ბილირუბინი პირდაპირი –შედეგი 1.8 ნორმა <3.4საერთო ცილა — შედეგი 77.1 ნორმა 64.0 – 83.0გამაგლუტამილტრანსფერაზა – შედეეგი 22 ნორმა <36ტუტე ფოსფატაზა — შედეგი 121 ნორმა <104 გასტროსკოპიით მაქ კარდიის და პილორუსის უკმარისობა , რის გამოც 5 თვის განმავლობაში ვღებულობდი პრეპარატ ჰელიდესს.მაინტერესებს შესაძლებელი იყო თუარა მაღალ ქოლესტერინს ან ამ პრეპარატის ხანგრძლივად მიგებას გამოეწვია ღვიძლის გადიდება. და რა პროფილის ექიმს უნდა მივმართო ამ ყველაფრით

     
    • გამარჯობა, ექოსკოპიურად თქვენ დადგენილი გაქვთ ღვიძლის მსუბუქი ცხიმოვანი ინფილტრაცია, რომლის მიზეზია ლიპიდური ცვლის დარღვევა. ჰელიდესის მირება ამის მიზეზი არ არის. ქოლესტერინის ცვლას სჭირდება მოწესრიგება, პირველ რიგში ცხიმიანი და ტკბილი საკვების შეზღუდვა. რაც შეეხება წამალს, დოზის შერჩევისთვის უნდა ვიცოდე, რამდენი გაქვთ ქოლესტერინის და მთლიანად ლიპიდების მაჩვენებლები. თუ ამ ინფორმაციას მომაწვდით, წამალს შეგირჩევთ. ასევე კარგი იქნება, თუ გაიზომავთ შაქარსაც. ამ ეტაპზე საშიში არაფერია და ღვიძლისთვის სამკურნალო პრეპარატების დანიშვნაც არ არის საჭირო.

       
  6. Zdrastvuyte umenya vapros . Mne delali kolonoskopiyu i abnarujili Eroziv Siqmoidit tolstiy kiwke mne vrac napisal klizmu Solafalk i uje mesyac delayu klizmu no vseravno bol levom casti vnizu jivota ne proxodit cto mne delat

     
    • здравствуйте, может быть у вас язвенный колит, который требует серьезного лечениея. Если вы живете в Тбилиси, приходите в клинику – адрес – Гудамакарская 4, метро – Грмагеле – бывшая 8-ая больница, 6-ой этаж. Телефон – 551 18 00 62 Ирма. Принесите описание колоноскопии.

       

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>