Gela Chaduneliდაბადების თარიღი:
15 იანვარი, 1960წ.

სპეციალობა:
ექიმი ტრავმატოლოგ-ორთოპედი

სამეცნიერო წოდება:
მედიცინის აკადემიური დოქტორი

საუშაო ადგილი:
კლინიკა”ტრავმატოლოგი” ჟვანიას ცენტრის ტერიტორიაზე

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N 21
კლინიკა”ტრავმატოლოგი” ჟვანიას ცენტრის ტერიტორიაზე
ტელ: 551348777; 593214542
e-mail:  gela.chaduneli@yahoo.com

 

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

23 thoughts on “გელა ჩადუნელი MD. PhD.

  1. გამარჯობათ, გადავიღე წელის რენტგენი ფუნქციური დატვირთვით, დასკვნა: დისკოზი L3, L4, L5, S1 მალებზე და შმროლის თიაქარი. წინ გადახრისას აღინიშნება ფუნქციური ბლოკი. მაინტერესებს საოპერაციოა თუ მკურნალობას დაექვემდებარება, გმადლობთ წინასწარ.

     
    • თქვენ გჭირდებათ ნეიროქირურგთან კონსულტაცია ოპერაციის საკითხი ის გადაგიწყვიტავთ

       
    • მოგესალმებით მაინტერესებს პედიატრიაში თუ მუშაობთ.
      მყავს 10 წლის ვაჟი,სიმაღლე 1,55მ წონა-67კგ, რომელსაც დაუდგინდა სკიფი-ბარძაყის თავის დაცურება. ჩატარებული აქვს მარცხენა მენჯ- ბარძაყის Ro-გრაფია, ექოსკოპია, MRT-კვლევა გავა-კუდუსუნის, მენჯ-ბარძაყის სახსრის და მუხლის სახსრის.
      გთხოვთ მირჩიოთ მკურნალობის მეთოდი და ოპერაციის შემთხვევაში რამდენად რეკომენდირებულია უსისხლო მეთოდი ჩხირებით ფიქსაცია.

       
  2. გამარჯობათ ბატონო გელა! მაინტერესებს რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში, ბავშვი არის 2 წლის და 9 თვის, ცერა თითს ვერ შლის ბოლომდე, რამოდენიმეჯერ გაშალა მაგრამ ისევ მოეხარა, ან ხომ არ არის დაგვიანებული რაიმე ზომების მიგება, წინასწარ დიდი მადლობა

     
    • მოგესალმებით
      ეგ არის გამშლელი მყესის ბუდის შევიწროება ამ ეტაპზე მისაღებია თაბაშირის ეტაპური ნახვევები თუ შედეგი არ ექნება მაშინ ოპერაცია მოგვიანებით საჭიროა მყესის ბუდის ჩაჭრა
      პატივისცემით
      გელა ჩადუნელი

       
  3. გამარჯობათ, ბავშვი არის 2წლის და აქვს თანდაყოლილი მარჯვენა მტევნის განვითარების ანომალია 2-3-4-5 თითების ჰიპოპლაზია,ბრახიფალანგია,მე-2 მეტაკარპალური ძვლის ჰიპერპლაზია. მაინტერესებს გქონიათ ეს შემთხვევა და თუ გქონიათ როგორი შედეგი მიგიღიათ. წინასწარ დიდი მადლობა

     
    • მაგ თემაზე მუშაობს გია ჯალალიშვილი მტევნის ქირურგი ჯერ კიდვ დედამისმა დანერგა სინდაქტილიის და მტევნის ანომალიების მკურნალობა
      შეგიძლიათ უშუალოდ მას დაუსვათ ეს შეკითხვა: http://www.forum.vipmed.ge/jalalishvili-gia/
      პატივისცემით
      გელა ჩადუნელი

       
  4. გამარჯობათ ბატონო გელა. 51 წლის ქალბატონს მოტეხილი ქონდა ბარძაყის ძვლის თავი და ასევე ქუსლის ძვალი იყო გატეხილი ცდომის გარეშე, უკვე 10 დღეა რაც გაუკეთდა მენჯბარძაყის ენდოპროტეზირება და ქუსლზე დაედო თაბაშირი. მე–8 დღეს დაეწყო ფეხის შეშუპება ტერფიდან მუხლის ჩათლით, ისე რომ თაბაშირიც უჭერდა, გუშინ მოხსნეს თაბაშირი და სპეციალურ ფიქსატორში ჩაუსვეს თან ლიოტონის მალამო შეაზილეთო. ჰემატომა აქვს კოჭთან და გაიწოვებაო.ფიქსატორში ძალიან გაუჭირდა ტკივილები ქონდა და ისევ თაბაშირში ჩავუდე ფეხი და ტკივილი იმდენად აღარ აქვს მხოლოდ შიგადაშიგ გაკრავ, მაგრამ შეშუპება არ ცხრება, პირიქით მატულობს და თითქოს ზემოთაც იწევს. რისი ბრალი შეილება იყოს და რა მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში? მადლობას გიხდით წინასწარ.

     
  5. გამარჯობათ
    დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა ეხვიოს ელასტ ბინტები რომლებიც იხვევა მკაცრად ქვევიდან ზევით ე.ი. ფეხის თითების ბოლოებიდან მუხლამდე 2 თვის განმავლობაში.
    წინასწარ ტერფი აიწიოს ზემოთ ბინტების დახვევამდე. თუ შეშუპება ზემოთაც არის უნდა ანგიოლოგის კონსულტაცია სად გაუკეთეს ოპერაცია საინტერესოა რომ არ გაგარკვიეს ელემენტარულ დანიშნულებაში.
    ელასტიური ბინტები აუცილებლად უნდა დაეხვას მკაცრად ქვევიდან- თითების ბოლოებიდან ზევით -მუხლამდე წინასწარ ტერფის მაღლა წამოწევის შემდეგ დღის განმავლობაში ოპერაციიდან 2 თვე. ღამე შეიძლება შეიხსნას საინტერესოა სად გაუკეთდა ოპერაცია ელემენტარულში რომ არ გაგარკვიეს რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ შესივება ზემოთ ვრცელდება საჭიროა ექიმ ანგიოლოგის კონსულტაცია.
    პატივისცემით
    გელა ჩადუნელი

     
  6. გამარობა ბატონო გელა
    ბავშვს აქვს დისპლაზია და ესაჭიროება ოპერაია, კონკრეტულად, შუა გარდამავალი პროქსიმალური წვივის ძვლის და მარვენა მუხლის დისტალური თეძოს ეპიფიზი (ასე დაგვიწერეს თურქეთში). მაინტერესებს თქვენ თუ აგიტარებიათ მსგავსი ოპერაია და რა თანხებთანაა დაახლოებით დაკავშირებული. წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.

    პატივისემით

     
  7. რისი ოპერაცია ესაჭიროება არ ჩანს ეპიფიზი ძვლის ბოლოს ნიშნავს და მეტს არაფერს რა ოპერაციაზეა ლაპარაკი ან რამდენი წლისაა ბავშვი რა დეფორმაციაა გამოხატული დისპლაზია ზოგადი ტევადი სიტყვაა და კონკრეტულად არაფერს ნიშნავს უფრო დაკონკრეტებაა საჭირო

     
    • აუცილებლად უნდა ინახოს კლინიკურად ან რენტგენოგრამები და შემდეგ შეიძლება რამის თქმა

       
  8. შეკიტხვა მაქვს 28იანვარს 2105წელს მოვიტეხე ფეხი მანქანა დამეჯახა გამიკეტეს ოპერაცია,დამინისჰნეს კალცის პრეპარატები და ტოქსივენოლი ჩავიტარე ოთხი კურსი 10ტვის შემდეგ ამოვიღე ფირფიტა და სამი კვირის შემდეგ მომტყდა იგივე ადგილას ღია ჯრილობით,ახლა მაქვს გარეგანი ფიქსაციის აპარატი ძვალზე ორი თვეა უკვე,მინდა რომ ტქვენტან მოვიდე კონსულტაციაზე სად შეიძლება თქვენი ნახვა,ოპერაცია გამიკეტა შოტა ბოლქვაძემ მკურნალი ექიმი კი მიშა ტაბატძეა

     
    • შეგიძლია მოხვიდეთ კლინიკა ტრავმატოლოგში უფრო ზუსტად ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი ევექსი ჟვანიას ცენტრის ტერიტორიაზე ხვალ21-ში მორიგე ვარ დილიდანიქ ვიქნები რაც არ უნდა კალციუმის პრეპარატები მიიღო ვერ გიშველის
      თუ სხვა პრობლემებია

       
  9. ბატონო გელა,
    2 წლის და 4 თვის ბავშვი ხელის ცერა თითებს ბოლომდე ვერ შლის (ფრჩხილის მხარეს) სახსარში.
    გთხოვთ, გვირჩიოთ როგორ მოვიქცედ.
    წინასწარ გიხდით მადლობას.

     
    • შეიძლება პატარა ოპერაცია დაჭირდეს მყესზე ჯობია მოიყვანოთ და ვნახოთ

       
  10. გამარჯობა ბატონო გელა!
    ოთხი თვის უკან (9დეკემბერს) ავარიის შედეგად მომტყდა ფეხის კოჭი. დღემდე კორძი არ გაკეთდა . ცთომილება არ არის. ბოლო მეორე თვეა მეტნაკლები ინტენსიობით დამეწყო ფეხების შეშუპება. და წვის შეგრძნება. ანგიოლოგმა დამინიშნა დეტრალექსი და ლიოტონის მალამო, თუმცა შედეგი არ არის .უფრო პირიქით. გთხოვთ განმიმარტოთ რა ვქნა და ვის მივმართო. შესაძლებელია თუ არა თქვენთან კონსულტაციაზე მოსვლა. გმადლობთ!

     
  11. გამარჯობათ 2თვე ნახევრის წინ კვირის თავი მქონდა დამსხვრეული და ოპერაცია გავიკეთე, ეხლა მუხლში სპიცები მაქ და რეაბილიტაცია მაქ დანიშნული კუნთზე და მუხლის მოხრაზე. 8 სეანსის შემდეგ ტკივილის მაქსიმუმს მივაღწიე რისი გაძლებაც შემეძლო , დაძინებაზე და მოხრაზე ექიმი უარს ამბობს და არსებობს რამე სხვა გზა?

     
  12. გამარჯობათ ბატონო გელა,
    კოჭის ძვლის მოტეხილობა მაქვს , თქვენი პაციენტი ვარ ,ორი თვე მეკეთა თაბაშირი როგორც თქვენ მითხარით, სადღაც 1 კვირა იქნება რაც მოვიხსენი , პატარათი შეშუპება მაქვს კოჭის ქვევით, პეხს კარგათ ვერ ვადგამ მტკივა რამოდენიმე ნაბიჯის შემდეგ, როგორ უნდა გავიარო რეაბელიტაცია ბოლომდე არ ვიცი. თუ შეიძლება თქვენი რჩევა მჭირდება ძალიან
    წინასწარ გიხდით მადლობას.

     
  13. გამარჯობათ.რამდენიმე კვირაა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში ვგრძნობ წიწკვნას.წამიერად თითქოს მტეხავს.იშვიათად წვივის არეშიც ვგრძნობ.არანაირი ტრამვა არ მაქვს ფეხზე მიღებული.რა უნდა მჭირდეს? გთხოვთ მიპასუხეთ

     
    • წვივის უკანა კუნთის ტკივილი მაქ,მხოლოდ სიარულის დროს და მიხურს ტერფი.ფეხი მიბრუჯდება და მგრძნობელობას ვკარგავ.გტხოვთ მიპასუხოთ .გმადლობთ.ანალიზები ავიღე და პროტრომბინი ნორმაში მაქ.

       
  14. გამარჯობათ ბატონო გელა. ჩემი შვილი არის 9 თვის, გადაუღე რედგენი და მითხრეს მენჯ-ბარძაყის დისპლაზია. რას მირჩევთ როგორ ვუმკურნალო, მარტო მასაჟი საკმარისია?

     
  15. ბატონო გელა მეუგლეს ქონდა ფეხი მოტეხილი თაბაშირის მოხსნის შემდეგ ფეხს ვერ ადგამს კოჭზე რედგენის სურათზე გამოჩნდა წანაზარდები ართროზული რას გვირჩევთ რა გავაკეთოთ

     

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>