Davit Parghalavaდაბადების თარიღი: 02.01.1949 წ.

სპეციალობა:
სისხლძარღვთა ქირურგია, ანგიოლოგია

სამეცნიერო წოდება/თანამდებობა:
დირექტორის მოადგილე, ნ. ბოხუას სახ. საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი

სამუშაო ადგილი:
აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი

მისამართი:
აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
თბილისი, საქართველო 0156
ლუბლიანას ქ. N 5;
ტელ.: (+995 32) 51 70 08;
მობ.: (+995 599) 77 99 97
ელ-ფოსტა: nugparg@hotmail.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

117 thoughts on “დავით ფარღალავა MD.

  1. გამარჯობა ბატონო დავით! ბოლო დროს ქვედა კიდურებში ვგრძნობ წვას, სიმძიმეს..განსაკუთრებით მარჯვენა ფეხში და ტკივილს..დღის განმავლობაში მიწევს 10საათი ფეხზე დგომა და შესვენების შემთხვევაში უფრო მძაფრდება. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება თითქოს ვენები დაჭიმულია..ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა ბარძაყს და იშვიათად კუნთს. ამ ყველაფერს არ აქვს სისტემატური სახე, რა მიზეზი შეიძლება იყოს?

     
    • გამარჯობა ქ-ნო სალომე, ეს შეიძლება იყოს ვენური სისტემის გადაძბვის ნიშნები, განპიროებული თქვენი პროფესიული საქმიანობით. ეს მდგომარეობა არის მართვადი, მაგრამ გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, არის თუ არა კიდევ სხვა თანხმლები პრობლემები. აქედან გამომდინარე მიზანშეწონიი იქნება ჩაიტაროთ კონსულტაცია ანგიოლოგთან
      პატივისცემით დათო ფარღალავა

       
  2. გამარჯობა ბატონო დავით 3 თვის უკან გადამეჭრა ნეკასა და არა თითის მყესები ჩამიტარდა ოპერაცია. ოპერციიდან ერთი თვის მერე ჩამიტარდა მასაჟების სრული კურსი მარა ხელში ძალა არ მაქვს ისეთი და ნეკა თითის მოძრაობაც მიჭირს არის რაიმე მაზი ანდა რაიმე საშუალება რომ ხელი შეუწყოს მყესების აღდგენას და უკეთ ვამოძრაო თითები

     
  3. გამარჯობა კახა, ჩემი აზრით საჭიროა რებილიტაციის გაგრძელება, რომელიც თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ. როგორც თვენი წერილიდან ჩანს აღდგენილი მყესები ფუნქციონირებენ, მხოლოდ მათ სჭირდებათ დამუშავება (ვარჯიშები, მასაჟები) . სამწუხაროთ ამას ჭირდება 1 თვეზე მეტი დრო
    პატივისცემით დათო ფარღალავა

     
  4. • მოგესალმებით ბატონო დავით

    ვარ 40 წლის, 9 წლის წინ გადავიტანე ფეხების და მენჯის ღრმა ვენების თრომბი (4 სართული), მის შემდეგ მაქვს პოსტთრომბოზული სინდრომი, ტროპიკული წყლულის და შეშუპების გარეშე. კვლევებმა აჩვენეს, რომ რეკანალიზაცია და ენდოვასკულარული თერაპია ჩემს შემთხვევაში არ ხერხდება. მინდა გკითხოთ თუ შეიძლება პოსთტრომბოზული სინდრომი იყოს სიმსივნური დაავადების, როგორიც არის ლიმფომა ან ნებისმიერი სხვა სიმსივნური დაავადება, გამომწვევი მიზეზი?
    წინასწარ გიხდით მადლობას!

     
    • გამარჯობა, პოსტთრომბოზული სინდრომი არტ შეიძლება იყოს სიმსივნური დაავადების მიზეზი. ამ შემთხვეაში საჭიროა გაირკვეს რა გახდა, 9 წლის წინ,. ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების მიზეზი
      პატივისცემით დათო ფარღალავა

       
    • ვარ 42 წლის მარცხენა ფეხზე მუხლს უკან მცირედი სჰესჰუპება მაქვს და ვენაც უფრო მეტყობა ხანდახან ოდნავ მეწვის და ქავილის შეგრძნება მაქვს. რა სიმპტომებზე მიუთითებს და რომელი გამოკვლევა უნდა ჩავიტარო?

       
  5. გამარჯობა ქალბატონი სოფო,
    თქვენი ჩივილები მიუთითებს ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე. უნდა მიმართოთ ანგიოლოგს და მისი გადაწყვეტილებით უნა ჩაიტაროთ ქვემო კიდურების ვენური სისტემის ექოპდუპლექსსკანირება
    პატივისცემით დათო ფარღალავა

     
  6. Gamarjobat batono davit. Mokled visi davijero ahar vici 4 tvis win cneva amivarda 180-140 potis savadmyoposhi gadasxma gamiketes nervozuliao. Me ar davjerdi mat qmedebas avige analizebi kardiograma kargi mqonda damidginda mudmivi bronqiti gansakutrebit marjvvena filtvze amastanave vimkurnale parazitebze mokled 3 jer movxvdi savadmyoposhi 15 dgis manzilze magali wnevit… Ert games ise gavbujdi mtlianad megona movkvdi eqimebi meubnebodnen nerviuli sheteva gako. Mas mere 6 tvea yovel kvirashi 2 jer miwevs wnevebi maqvs tkivili mkerdshi maqvs magali potrombini da advilad viglebi uhaeroba da ravici. Rogor moviqce iqneb mirchiot

     
    • გამარჯობა ბატონი ბესიკ,
      მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია (წნევა), უნდა მოხდეს მისი მართვა (ნორმალიზირება) შესაბამისი მედიკამენტებით და პარალელურად გაირკვეს ის მიზეზების (მიზეზი), რომელმაც გამოიწვია აღნიშნული მდგომარეობა. ამ დაავადების მართვას ძირითადად აწარმოებს კარდიოლოგი, ამიტომ უნდა მიმართოთ კარდიოლოგიურ კლინიკას, სადაც თქვენ ჩაგიტარებენ კონსულტაციას და გაგიწევენ შესამაბის დახმარებას. აღნიშნული პათოლოგია (დაავადება) არ შედის ჩემს კომპეტენციაში
      პატივისცემით დათო ფარღალავა

       
  7. gamarjobat batono davit marcxena pexze maqvs sheshupebaa doplerit rom gadavige mitxres limpostaziao. risi brali sheidzleba iyos? an rogor sheidzleba am problemis mogvareba. tkivilit ar mtkiva magram dzalian arakomportulia pexsacmels ver virgeb :( iqneb raime kargi rcheva momcet

     
  8. გამარჯობა ამენდა,
    პირველ რიგში დასადგენია, ლიმფედემა არის პირველადი თუ მეორადი ანუ ის შეიძლება იყო თანდაყოლილი (შეიძლება გამოვლინდეს მოგვიანებით) ან შეძენილი (ტრავმის, ინფექციის და სხვა მიზეზების შედეგად). მკურნალობა გულისხმობს კომპრესიული წინდების ტარებას ( კლასი განისაზღვრება სტადიურობიდან გამომდინარე), ვენოტონურ პრეპარატს (მაგ.დეტრალექსი). აგრეთვე პრესოთერაპიას და/ან წერტილოვან ლიმფურ დრემაჟს, მობიდერმის ნახვევებს, ვარჯიშებს, მათ შორის ცურვას. აღნიშნული რეკომენდაციები უნდა მიიღოთ სპეციალისტთან კონსულტაციის შედეგად.
    პატივისცემით დათო ფარღალავა

     
  9. მოგესალმებით ბატონო დავით

    ერთი შეკითხვა მაქვს თანდაყოლილ მუცლის და თეძოს ვენურ ანომალიასთან დაკავშირებით, ეგრეთ წოდებული უწყვეტი აზიგოზი. ვცხოვრობ უცხოეთში ვარ 42 წლის , 33 წლის ასაკში ევროპის ერთ ერთ საავადმყოფოში დამემართა ღრმა ვენების ტრომბოზი, ორივე ფეხის და ქულების შესივებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დიაგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიით მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დამისვეს. ტრომბის გამომწვევ მიზეზად დადგინდა დიდი ხნით იმობილიზაცია ( ლოგინზე დაბმა მწვავე ექსიკოზის პირობებში), ტრომბოციტები იმობილიზაციამდე 261 იმობილიზაციის შემდეგ 113, CRP 0,42 – 29,85, მაგრამ აგრეთვე დაწერეს, რომ თანდაყოლილი მუცლის ღრუს და თეძოს ვენების ანომალია მქონდა. მინდა ავღნიშნო, რომ ამ მომენტამდე არანაირი გართულება არ მქონია, არც ვარიკოზული ვენები, არც ფეხების შესივება, არც რაიმე დატვირთვაზე მქონია შეფერხება, არც სიარულზე ან სირბილზე, არც ზედმეტი ოფლიანობა.

    მინდა გკითხოთ, რამდენად შესაძლებელია იმის დამტკიცება, რომ იყო თანდაყოლილი ანომალია, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ პირველი დათვალიერება კომპიუტერული ტომოგრაფია მოხდა თრომბოსის შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ.

    წინასწარ გიხდით მადლობას

     

Leave a Reply to კახა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>