Davit Parghalavaდაბადების თარიღი: 02.01.1949 წ.

სპეციალობა:
სისხლძარღვთა ქირურგია, ანგიოლოგია

სამეცნიერო წოდება/თანამდებობა:
დირექტორის მოადგილე, ნ. ბოხუას სახ. საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი

სამუშაო ადგილი:
აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი

მისამართი:
აკადემიკოს ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი
თბილისი, საქართველო 0156
ლუბლიანას ქ. N 5;
ტელ.: (+995 32) 51 70 08;
მობ.: (+995 599) 77 99 97
ელ-ფოსტა: nugparg@hotmail.com

გაუზიარე მეგობრებს

Share to Google Plus
Share to LiveJournal
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex
 

112 thoughts on “დავით ფარღალავა MD.

  1. გამარჯობა ბატონო დავით! ბოლო დროს ქვედა კიდურებში ვგრძნობ წვას, სიმძიმეს..განსაკუთრებით მარჯვენა ფეხში და ტკივილს..დღის განმავლობაში მიწევს 10საათი ფეხზე დგომა და შესვენების შემთხვევაში უფრო მძაფრდება. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება თითქოს ვენები დაჭიმულია..ტკივილი ზოგჯერ გადაეცემა ბარძაყს და იშვიათად კუნთს. ამ ყველაფერს არ აქვს სისტემატური სახე, რა მიზეზი შეიძლება იყოს?

     
    • გამარჯობა ქ-ნო სალომე, ეს შეიძლება იყოს ვენური სისტემის გადაძბვის ნიშნები, განპიროებული თქვენი პროფესიული საქმიანობით. ეს მდგომარეობა არის მართვადი, მაგრამ გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, არის თუ არა კიდევ სხვა თანხმლები პრობლემები. აქედან გამომდინარე მიზანშეწონიი იქნება ჩაიტაროთ კონსულტაცია ანგიოლოგთან
      პატივისცემით დათო ფარღალავა

       
  2. გამარჯობა ბატონო დავით 3 თვის უკან გადამეჭრა ნეკასა და არა თითის მყესები ჩამიტარდა ოპერაცია. ოპერციიდან ერთი თვის მერე ჩამიტარდა მასაჟების სრული კურსი მარა ხელში ძალა არ მაქვს ისეთი და ნეკა თითის მოძრაობაც მიჭირს არის რაიმე მაზი ანდა რაიმე საშუალება რომ ხელი შეუწყოს მყესების აღდგენას და უკეთ ვამოძრაო თითები

     
  3. გამარჯობა კახა, ჩემი აზრით საჭიროა რებილიტაციის გაგრძელება, რომელიც თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ. როგორც თვენი წერილიდან ჩანს აღდგენილი მყესები ფუნქციონირებენ, მხოლოდ მათ სჭირდებათ დამუშავება (ვარჯიშები, მასაჟები) . სამწუხაროთ ამას ჭირდება 1 თვეზე მეტი დრო
    პატივისცემით დათო ფარღალავა

     
  4. • მოგესალმებით ბატონო დავით

    ვარ 40 წლის, 9 წლის წინ გადავიტანე ფეხების და მენჯის ღრმა ვენების თრომბი (4 სართული), მის შემდეგ მაქვს პოსტთრომბოზული სინდრომი, ტროპიკული წყლულის და შეშუპების გარეშე. კვლევებმა აჩვენეს, რომ რეკანალიზაცია და ენდოვასკულარული თერაპია ჩემს შემთხვევაში არ ხერხდება. მინდა გკითხოთ თუ შეიძლება პოსთტრომბოზული სინდრომი იყოს სიმსივნური დაავადების, როგორიც არის ლიმფომა ან ნებისმიერი სხვა სიმსივნური დაავადება, გამომწვევი მიზეზი?
    წინასწარ გიხდით მადლობას!

     
    • გამარჯობა, პოსტთრომბოზული სინდრომი არტ შეიძლება იყოს სიმსივნური დაავადების მიზეზი. ამ შემთხვეაში საჭიროა გაირკვეს რა გახდა, 9 წლის წინ,. ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების მიზეზი
      პატივისცემით დათო ფარღალავა

       
    • ვარ 42 წლის მარცხენა ფეხზე მუხლს უკან მცირედი სჰესჰუპება მაქვს და ვენაც უფრო მეტყობა ხანდახან ოდნავ მეწვის და ქავილის შეგრძნება მაქვს. რა სიმპტომებზე მიუთითებს და რომელი გამოკვლევა უნდა ჩავიტარო?

       
  5. გამარჯობა ქალბატონი სოფო,
    თქვენი ჩივილები მიუთითებს ქრონიკული ვენური დაავადების არსებობაზე. უნდა მიმართოთ ანგიოლოგს და მისი გადაწყვეტილებით უნა ჩაიტაროთ ქვემო კიდურების ვენური სისტემის ექოპდუპლექსსკანირება
    პატივისცემით დათო ფარღალავა

     

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>